2019 წლის 16 აპრილი
შეერთებული შტატები
წყალდიდობა შეერთებული შტატების დასავლეთ რეგიონში
ნებრასკასა და აიოვას შტატებში თოვლის დნობისა და გადაუღებელი წვიმების შედეგად 2019 წლის მარტის შუა რიცხვებში მოხდა წყალდიდობა. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა დამბები და კაშხლები, გაანადგურა ასობით სახლი და შეიწირა, სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე.
შეერთებული შტატების ფილიალის ცნობით, რეგიონში მცხოვრები 5 123 მაუწყებლიდან არ დაღუპულა და არ დაშავებულა არცერთი. თუმცა მოხდა 84 მაუწყებლის ევაკუირება. გარდა ამისა, სერიოზულად დაზიანდა ჩვენი და-ძმების 8 სახლი, ხოლო 34-მა სახლმა მიიღო მცირე დაზიანება.
მოხალისეებმა მეზობელი კრებებიდან უკვე დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები ადგილობრივი საპროექტო-სამშენებლო განყოფილების ხელმძღვანელობით. სარაიონო ზედამხედველების ხელმძღვანელობით კი უხუცესები ინახულებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს და ამხნევებენ მათ.
ვლოცულობთ, რომ ჩვენმა და-ძმებმა პოვონ საჭირო ნუგეში ამ რთულ დროს (2 კორინთელები 1:3, 4).