არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 2 მარტი
შეერთებული შტატები

წყალდიდობა შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში

წყალდიდობა შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში

2018 წლის თებერვალში შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმებმა და თოვლის დნობამ წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ზარალი მიაყენა ილინოისის, ინდიანას, კენტუკის, მიჩიგანის, ოჰაიოსა და ტენესის შტატებს. დაზარალებულთა შორის ჩვენი და-ძმებიც არიან.

შეერთებული შტატების ფილიალიდან მიღებული ინფორმაციით, 8 სხვადასხვა რაიონში 20 ჩვენს და-ძმას მოუწია სახლის დატოვება. სამწუხაროდ, სტიქიამ ერთი ჩვენი დის სიცოცხლე შეიწირა. წყალდიდობის შედეგად ჩვენი და-ძმების 57 სახლი დაზიანდა.

სარაიონო ზედამხედველები ყველაფერს აკეთებენ, რათა გაამხნევონ და ანუგეშონ სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმები. ჩვენ განვაგრძობთ დაზარალებულ თანამორწმუნეებზე ლოცვას და დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა იზრუნებს მათ საჭიროებებზე (1 პეტრე 5:7).

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000