2017 წლის 13 ოქტომბერი
შეერთებული შტატები
თავდაპირველი მონაცემები | ხანძარი კალიფორნიაში
შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტი გვაწვდის ინფორმაციას ჩრდილოეთ და სამხრეთ კალიფორნიაში მცხოვრები და-ძმების შესახებ, რომლებიც მასშტაბურმა ხანძარმა დააზარალა.
ჩრდილოეთ კალიფორნია: შეერთებული შტატების ფილიალი დაუკავშირდა სარაიონო ზედამხედველებს, რომლებიც მსახურობენ მენდოსინოს, ნაპასა და სონომას ოლქებში, აგრეთვე ამ ოლქების მიმდებარე ტერიტორიებზე. როგორც სარაიონო ზედამხედველები იტყობინებიან, ჩვენი და-ძმებიდან მხოლოდ ერთი დაშავდა, დაახლოებით 700-ს და-ძმას მოუწია საკუთარი სახლების დატოვება, ხოლო 2 000 და-ძმა, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ევაკუაციისთვის. ევაკუირებული და-ძმები თანამორწმუნეებმა შეიფარეს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ დამწვარია ერთი სამეფო დარბაზი და ჩვენი თანამორწმუნეების სამი სახლი. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად 22 სახლი სერიოზულად დაზიანდა, ხოლო 32 — მსუბუქად. სარაიონო ზედამხედველები ორგანიზებას უწევენ დაზარალებული და-ძმების დახმარებასა და გამხნევებას.
სამხრეთ კალიფორნია: ქალაქ ანაჰაიმში იეჰოვას მოწმეთა 25 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. საბედნიეროდ, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ისინი თანამორწმუნეებმა შეიფარეს. როგორც ცნობილია, სამხრეთ კალიფორნიაში არცერთი სამეფო დარბაზი და ჩვენი თანამორწმუნის არცერთი სახლი არ დაზიანებულა.
ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ სტიქიის შედეგად დაზარალებული და-ძმებისთვის „იეჰოვა იქნება თავშესაფარი“ (ფსალმუნი 9:9, 10).
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000