არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 6 ნოემბერი
შეერთებული შტატები

უახლესი ინფორმაცია კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის შესახებ

უახლესი ინფორმაცია კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის შესახებ

კალიფორნიაში ხანძრის კერების უმეტესობა ლოკალიზებულია. შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტი გვაწვდის უახლეს ინფორმაციას კალიფორნიაში მცხოვრები და-ძმების შესახებ.

მოწოდებული ინფორმაციით, არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა, თუმცა ხანძრის შედეგად დაშავდა 8 იეჰოვას მოწმე, ხოლო 1 400-ზე მეტ მოწმეს მოუწია სახლ-კარის დატოვება. გარდა ამისა, 29 და-ძმის სახლი ხანძარმა სრულიად გაანადგურა. ევაკუირებულ და-ძმებზე მეზობელ რაიონებში მცხოვრები მოწმეები ზრუნავენ. უმრავლესობა მათგანი უკვე დაბრუნდა საკუთარ სახლში.

მაშინ, როცა ხანძარი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, ფილიალის წარმომადგენლები შეხვდნენ სარაიონო ზედამხედველებს, სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის წევრებსა და ადგილობრივ მოხალისე მაშველებს. კომიტეტის წევრებმა მოინახულეს ოჯახები, რომლებმაც საკუთარი სახლები დაკარგეს. გარდა ამისა, ხანძრის შედეგად ორ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონში ჩატარდა სპეციალური შეხვედრები ევაკუირებული და-ძმების გასამხნევებლად.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს და დაეხმარება ჩვენს და-ძმებს, რომლებსაც სტიქიის შედეგებთან უწევთ გამკლავება (2 კორინთელები 1:3, 4).

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000