არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 31 მაისი
შეერთებული შტატები

2019 წლის საერთაშორისო კონგრესის, სახელწოდებით „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ მოკლე მიმოხილვა

2019 წლის საერთაშორისო კონგრესის, სახელწოდებით „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ მოკლე მიმოხილვა

მაიამი, ფლორიდა (ესპანური), შეერთებული შტატები

  • თარიღი: 24—26 მაისი, 2019

  • ადგილი: „მარლინს პარკი“ (მაიამი)

  • ენა, რომელზეც პროგრამა ჩატარდა: ესპანური

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 28 562

  • მონათლულთა რაოდენობა: 230

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 4 600

  • მიწვეული ფილიალები: არგენტინა, ბოლივია, ბრაზილია, ბრიტანეთი, ეკვადორი, ესპანეთი, კანადა, კოლუმბია, კუბა, პარაგვაი, პერუ, ფილიპინები, ცენტრალური ამერიკა, ცენტრალური ევროპა, ჩილე.

 

ადგილობრივი და-ძმები ეგებებიან მაიამიში ჩასულ სტუმრებს.

სამი გოგონა სურათს იღებს კონგრესის ტერიტორიაზე.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა კენეთ კუკი, კითხულობს შაბათის პროგრამის ბოლო მოხსენებას.

ინათლება ოთხი ადამიანი.

დამსწრეები მღერიან შაბათის პროგრამის მსვლელობისას.

ადგილობრივი და სტუმართან ერთად ქადაგებს სტენდთან „მაიამის დეიდ კოლეჯის“ ტერიტორიაზე „კისლაკ ცენტრის“ წინ.

სპეციალური სრული დროით მსახურები დგანან სტადიონზე კვირის პროგრამის დასკვნითი მოხსენების დროს.

ადგილობრივი დები სტუმრებისთვის ჩორიზოს, ემპანადასა და პაელიას ამზადებენ.

დები ასრულებენ ტრადიციულ ესპანურ ცეკვას საღამოს ღონისძიებაზე.

სტუმრებით სავსე აუდიტორია სიამოვნებით ადევნებს თვალს წარმოდგენას, რომელიც იმართება „უესტ პალმ ბიჩზე“ არსებულ საკონგრესო ტერიტორიაზე.