15 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
შეერთებული შტატები
2023 წლის რეგიონული კონგრესი „კვლავაც მოითმინეთ!”
2020 წლის მარტიდან კოვიდპანდემიის გამო დარბაზებში რეგიონული კონგრესების ჩატარება შეჩერდა. წელს კი დაახლოებით 6 000 კონგრესი 500-ზე მეტ ენაზე გაიმართება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პირველი კონგრესი 12—14 მაისს გაიმართა.
ნიუბურგში (ნიუ-იორკი, აშშ) ჩატარებულ კონგრესს 1 800-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ერთმა ჩვენმა დამ, კრისტინა ტორესმა, აღნიშნა: „როდესაც კონგრესის თავმჯდომარე მოგვესალმა, მთელ დარბაზში ტაშმა დაიქუხა. ყველა ბედნიერი იყო ერთად შეკრებით“. ერთმა ძმამ, დუან სმითმა, კი ასეთი რამ თქვა: „გასაოცარი, მეგობრული ატმოსფერო სუფევდა კონგრესზე“.
ერთი და, ჯესიკა დოლჩემასკოლო, რომელიც პანდემიის დროს მოინათლა და პირველად დაესწრო დარბაზში კონგრესს, თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „უდიდეს სიხარულს განვიცდიდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი ხნის უნახავ ძვირფას მეგობარს შევხვდი“. 18 წლის ახალმონათლული და, ნოემი ტინახერო, აღნიშნავს: „ადამიანს ასეთი ბედნიერი ოჯახებისა და მეგობრების დანახვისას თვალწინ ახალი ქვეყნიერება წარმოგიდგება“.
და-ძმებს ძალიან მოეწონათ კონგრესის თემა. ძმა სემ ჰუჰმა თქვა: „ბევრს გვიჭირს მოთმინების გამოვლენა. კონგრესის პროგრამიდან კიდევ ერთხელ შევიხსენეთ, მოთმინების გამოვლენის როგორ ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს იეჰოვა“. ერთმა ჩვენმა დამ, ფრენჩი სმითმა, აღნიშნა: „ამ კონგრესმა მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია მოთმინების გამოვლენა ცხოვრების ყველა ასპექტში“.
აშკარაა, ყველა დამსწრე ძალიან გამხნევდა ამ კონგრესზე. მთელ მსოფლიოში მცხოვრებ და-ძმებს ეს ბედნიერება ჯერ კიდევ წინ ელით. დარწმუნებული ვართ, თითოეული მათგანი ისიამოვნებს საგულდაგულოდ მომზადებული სულიერი საზრდოთი (ფსალმუნი 122:1).