2017 წლის 7 ივნისი
შრი-ლანკა
წყალდიდობა და მეწყერი შრი-ლანკაში
26 მაისს შრი-ლანკის სამხრეთ და დასავლეთ რაიონებში გადაუღებელი წვიმები დაიწყო, რასაც ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა. იეჰოვას მოწმეები სტიქიით დაზარალებულ თანამორწმუნეებსა და სხვებს დახმარების ხელს უწვდიან. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 77 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.
შრი-ლანკაში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების 2 კომიტეტი, რათა საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყოს სტიქიის ზონაში მცხოვრები 100-ზე მეტი იეჰოვას მოწმე. სტიქიის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა.
იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან (ნიუ-იორკი) კოორდინირებას უწევს შრი-ლანკაში სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
შრი-ლანკა: ნიდუ დეივიდი, ტელ. +94-11-2930-444