28 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
ჩეხეთის რესპუბლიკა
ქადაგება ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართული ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად
2024 წლის 10-დან 26 მაისის ჩათვლით ჩეხეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ყინულის ჰოკეიში. ჩემპიონატი ორ ქალაქში, ოსტრავასა და პრაღაში, მიმდინარეობდა.მას ჯამში 800 000-მდე ადამიანი დაესწრო. ღონისძიების პარალელურად მოედნების შესასვლელებთან იეჰოვას მოწმეებმა ლიტერატურის სტენდები განათავსეს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საინტერესო შემთხვევა.
ორი ახალგაზრდა მამაკაცი სტენდთან მდგომ იეჰოვას მოწმეებთან მივიდა და თავაზიანად ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ და რას აკეთებდნენ. მათ მოკლედ გააცნეს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა და საუბარში ბიბლიის სასწავლო კურსიც ახსენეს. ერთ-ერთი ახალგაზრდა დაინტერესდა, სად და როდის ტარდებოდა შესწავლა. მოწმეებმა აუხსნეს, რომ ბიბლიის შესწავლის ჩატარება მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ადგილზე იყო შესაძლებელი. მამაკაცმა ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა.
მეორე დღეს მოწმეებს სამი მამაკაცი გამოელაპარაკა. ისინი გააკვირვა იმის გაგებამ, რომ იეჰოვას მოწმეებს ქადაგებისთვის ფულს არ უხდიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა: „თუ ფულს არ გიხდიან, აბა რა სარგებელი გაქვთ?“. მოწმეებმა აუხსნეს, რა სასიკეთო გავლენა მოახდინა ბიბლიამ მათ ცხოვრებაზე და როგორ ჩაუსახა მომავლის იმედი. მოსმენილმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ერთ-ერთ მამაკაცზე. მას მეტის გაგების სურვილი გაუჩნდა და მოითხოვა ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.
ლიტერატურის სტენდს ერთმა კაცმა რამდენჯერმე აუარ-ჩაუარა. ბოლოს შეჩერდა და მოწმეებს ჰკითხა: „რა განსხვავებაა თქვენს რელიგიასა და ჩემს რელიგიას შორის?“. მოწმეებმა ბიბლიის მეშვეობით აუხსნეს, თუ რა სწამდათ. მამაკაცმა მათ ყურადღებით მოუსმინა და მადლობა გადაუხადა მარტივი და გასაგები პასუხისთვის. მას აგრეთვე აჩვენეს ვებსაიტი jw.org და ასწავლეს, როგორ შეეძლო ამ საიტის მეშვეობით პასუხების მიღება თავის კითხვებზე.
ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს, რომლებიც გულმოდგინედ ქადაგებენ სასიხარულო ცნობას (რომაელები 10:15).