არჩეულ მასალაზე გადასვლა

ხანძარი ქალაქ ნიპასში (ნიუბლეს რეგიონი, ჩილე)

17 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ჩილე

გამანადგურებელი ხანძარი ჩილეს ცენტრალურ ნაწილში

გამანადგურებელი ხანძარი ჩილეს ცენტრალურ ნაწილში

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჩილეში უკვე მეორედ გაჩნდა ძლიერი ხანძარი. 2023 წლის თებერვლის დასაწყისში ხანძრის 300-ზე მეტი აქტიური კერა იქნა აღმოჩენილი ქვეყნის მასშტაბით. ამ მომენტამდე ვერ მოხერხდა კონტროლის მოპოვება ხანძრის კერების დაახლოებით ერთ მეხუთედზე. ხანძარმა გაანადგურა 430 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია არაუკანიის, ბიო-ბიოსა და ნუბლეს ცენტრალურ რეგიონებში. სერიოზულად დაზიანდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა, საავტომობილო გზებისა და საავადმყოფოების ჩათვლით. ხანძრის შედეგად დაზარალდა, სულ მცირე, 6 000 ადამიანი და დაინგრა 1 500-ზე მეტი სახლი. ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი.

დაზარალებული და-ძმები

  • ერთი ჩვენი დის დანგრეული სახლი (ქალაქი ტომე, ბიო-ბიოს რეგიონი)

    არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 222 მაუწყებელს; მათგან 76 კვლავ ევაკუირებულია.

  • დაინგრა 18 სახლი.

  • არ დაზიანებულა არცერთი დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები დაზარალებულებს სულიერ დახმარებას უწევენ.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

ჩვენი და-ძმები დარწმუნებულნი არიან, რომ იეჰოვა, „რომელიც ნებისმიერი გასაჭირის დროს გვანუგეშებს“, ასეთ სიტუაციებში მზრუნველობის გარეშე არ დატოვებს მათ (2 კორინთელები 1:4).