არჩეულ მასალაზე გადასვლა

13 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ჩილე

გამანადგურებელი ხანძარი ჩილეში

გამანადგურებელი ხანძარი ჩილეში

2024 წლის 2 თებერვალს ძლიერმა ქარებმა და მაღალმა ტემპერატურამ ორი დიდი ხანძარი გამოიწვია ვალპარაისოს რეგიონში (ჩილე). ხანძარმა 15 000-ზე მეტი სახლი გაანადგურა ქალაქ ვინია-დელ-მარსა და მის შემოგარენში. სტიქიამ მთლიანობაში დაახლოებით 40 000 ადამიანი დააზარალა. ბევრი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე. მეხანძრე-მაშველები და ექიმები ჯერ კიდევ ვერ აღწევენ ზოგიერთ ტერიტორიაზე. საინფორმაციო წყაროების ცნობით დაშავდა ასობით ადამიანი, 130-ზე მეტი კი – დაიღუპა.

დაზარალებული და-ძმები

  • სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი და.

  • მძიმედ დაშავდა ერთი ძმა.

  • მსუბუქი დაზიანება მიიღო 24-მა და-ძმამ.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 715 და-ძმას.

  • ხანძრის შედეგად განადგურებული ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის სახლი ვინია-დელ-მარში

    განადგურდა 72 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 2 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 სახლი.

  • იეჰოვას მოწმეების არცერთი დარბაზი არ დაზიანებულა.

  • სტიქიის ზონაში დაახლოებით 4 700 და-ძმა ცხოვრობს.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

  • სტიქიის ზონაში და-ძმების გასამხნევებლად ჩავიდნენ ჩილეს ფილიალის წარმომადგენლები. აგრეთვე და-ძმების სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნავენ სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები.

დარწმუნებული ვართ, იეჰოვა ხედავს იმ „უბედურებასა და გაჭირვებას“, რაც ჩილეში მომხდარმა ხანძრებმა გამოიწვია და ეჭვი არ გვეპარება, რომ მალე ის წერტილს დაუსვამს სტიქიურ უბედურებებს (ფსალმუნი 10:14).