არჩეულ მასალაზე გადასვლა

2022 წლის 13 ივნისი
ჩილე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მაპუდუნგუნ ენაზე

გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მაპუდუნგუნ ენაზე

2022 წლის 5 ივნისს ჩილეს ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ჯეისონ რიდმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მაპუდუნგუნ ენაზე როგორც ელექტრონული ფორმატით, ისე ბეჭდური სახით. პროგრამა პირდაპირ ეთერში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემოდა მაპუდუნგუნენოვან კრებებში. ეს პროგრამა დაახლოებით 800-მა ადამიანმა მოისმინა.

გახარებული და ბიბლიით ხელში

მაპუჩე ხალხის უმეტესობა წყნარი და ატლანტის ოკეანეებს შორის, ჩილესა და არგენტინის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, ცხოვრობს. ამ ტერიტორიებზე შეხვდებით გაუვალ ტყეებს, მოქმედ ვულკანებს, ანდებსა და დაბლობებს. მაპუჩე ხალხი ძალიან სტუმართმოყვარეა და დიდ პატივს სცემს წმინდა ნივთებს.

პირველად მაპუდუნგუნ ენაზე ბიბლიის ზოგიერთი ნაწილი 1901 წელს ითარგმნა, 1997 წელს კი ბიბლიურმა საზოგადოებამ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ სრული ვერსია გამოსცა. თუმცა საჭირო იყო უფრო ზუსტი თარგმანი. მაგალითად, 1997 წელს გამოცემულ ვერსიაში მოხსენიებულია სიტყვა „ჯვარი“. თუმცა ამ ახალ გამოცემაში გამოყენებულია სიტყვა „ბოძი“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იესო ძელზე დაკიდეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი როგორც ელექტრონული ფორმატი, ისე ბეჭდური ვერსია. ბეჭდური გამოცემა ტრანსლაციის პარალელურად 23 დარბაზში დარიგდა. ჩილეს ფილიალის კომიტეტის წევრმა, ძმა ხორხე გონსალესმა, აღნიშნა: «როცა საქმე ღვთის სიტყვას ეხება, მაპუჩე ხალხისთვის ელექტრონული ფორმატი არასანდოა. ამიტომ გვახარებს, რომ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ დაბეჭდილი ფორმატითაც გვაქვს. გვჯერა, რომ ხალხს ის ძალიან დააინტერესებს».

ვლოცულობთ, რომ ეს ახალი გამოცემა უფრო მეტ ადამიანს დაეხმაროს, გაიცნოს იეჰოვა და თაყვანი სცეს მას (ესაია 2:2).