არჩეულ მასალაზე გადასვლა

12 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ჩილე

ძლიერი წყალდიდობა სამხრეთ ჩილეში

ძლიერი წყალდიდობა სამხრეთ ჩილეში

2023 წლის 19—23 აგვისტოს სამხრეთ ჩილეს ძლიერი შტორმი და წყალდიდობა დაატყდა თავს. სამწუხაროდ, წყალდიდობამ არაერთ და-ძმას მიაყენა ზიანი. ისინი 2023 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობის დროსაც დაზარალდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ რეგიონში ბოლო ათწლეულის მანძილზე ასეთი უხვი ნალექი არ მოსულა. როგორც ჩანს, უხვი ნალექი და წყალდიდობა გამოიწვია წყნარ ოკეანეში ტემპერატურის მატებამ და ანომალიურმა კლიმატურმა მოვლენამ, რომელიც „ელ-ნინიოს“ სახელით არის ცნობილი. სტიქიის შედეგად დაზიანდა ან დაინგრა თითქმის 25 000 სახლი და დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი.

დაზარალებული და-ძმები

  • ჩვენი ძმის დატბორილი სახლი, სადაც კრების შეხვედრები ტარდებოდა.

    არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 225 მაუწყებელს.

  • სერიოზულად დაზიანდა 13 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 38 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 3 დარბაზი და ერთი ძმის სახლი, სადაც კრების შეხვედრები ტარდებოდა.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი.

ვლოცულობთ დაზარალებული და-ძმებისთვის და მოუთმენლად ველით დროს, როცა ღვთის სამეფო წერტილს დაუსვამს სტიქიურ უბედურებებს (ესაია 32:18).