არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჩილეში წყალდიდობამ დატბორა დონიჰუე (მარცხნივ) და ლინარესი (მარჯვნივ).

6 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ჩილე

ძლიერმა წყალდიდობამ ჩილეში ათიათასობით ადამიანი დააზარალა

ძლიერმა წყალდიდობამ ჩილეში ათიათასობით ადამიანი დააზარალა

2023 წლის 22—25 ივნისს ჩილეს სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. მოსულმა ნალექმა 58 სანტიმეტრს გადააჭარბა. დაახლოებით 20 000 ადამიანი დაზარალდა, 5 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა ან დაინგრა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

დაზარალებული და-ძმები

  • არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა.

  • სახლის დატოვება მოუწია 212 მაუწყებელს.

  • სერიოზულად დაზიანდა 13 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 38 სახლი.

  • არცერთი ჩვენი დარბაზი და თეოკრატიული შენობა არ დაზიანებულა.

დაზარალებულთა დახმარება

  • ასობით მოხალისე იღებს მონაწილეობას გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში.

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი.

ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც ანუგეშოს და გააძლიეროს ჩილეში მცხოვრები ჩვენი და-ძმები (2 თესალონიკელები 2:16, 17).