არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 15 მაისი
ჩილე

მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ჩილეში

მოწმეები ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ჩილეში

დატბორილი სამეფო დარბაზი ქალაქ კოპიაპოში

სანტიაგო, ჩილე — 2015 წლის 25 მარტს ძლიერი წვიმის შედეგად ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ატაკამის რეგიონი დაიტბორა, რასაც მეწყერი და დიდი წყალდიდობა მოჰყვა. ბოლო 80 წლის მანძილზე ეს ამ რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი წყალდიდობა იყო. სტიქიამ 30 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, რომელთაგან თითქმის 3 000 საგანგებო თავშესაფარში მოათავსეს. წყალდიდობას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა.

იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ფილიალის მიერ მოწოდებული ცნობებით, არც ერთი მოწმე არ დაღუპულა და არც სერიოუზულად დაშავებულა. თუმცა შვიდი მოწმის საცხოვრებელი სახლი დაინგრა, სხვა ათობით მათგანის სახლი კი დაზიანდა. წყალდიდობის შედეგად, ერთი სამეფო დარბაზი, იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობა, მიწასთან გასწორდა, ხოლო სხვა ორი დაზიანდა.

სტიქიამ ქალაქ დიეგო დე ალმაგროს დიდი ზარალი მიაყენა

ქალაქ კოპიაპოში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა, იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა შეეგროვებინათ საჭირო ინფორმაცია და ორგანიზება გაეწიათ გაწმენდითი სამუშაოებისთვის. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში ადგილობრივმა ფილიალმა გაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომ მხარში დაუდგეს და სულიერად განამტკიცოს იქ მცხოვრები მოწმეები. ანტოფაგასტიდან, არიკადან, იკიკედან, ლა-სერენადან, კალამადან და კალდერადან იეჰოვას მოწმეებმა სტიქიის ზონაში დაუყოვნებლივ გაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებული თანამორწმუნეებისთვის.

მოწმეები ქალაქ ალტო-ოსპისიოს სამეფო დარბაზში აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას სტიქიის ზონაში დაზარალებულთათვის გასაგზავნად

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ჩილეში, ჯეისონ რიდი, აღნიშნავს: „ჩვენ გულწფელად თანავუგრძნობთ მათ, ვინც სტიქიამ დააზარალა. ჩვენ მიერ შექმნილი დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი მზადაა, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას. ჩვენ აგრეთვე მთელი გულით გვსურს, მხარში ამოვუდგეთ და ვანუშეგოთ ყველა, ვინც წყალდიდობის შედეგად დაზარალდა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ჩილე: ჯეისონ რიდი, ტელ. +56 2 2428 2600