არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 2 მაისი
ჩილე

ჩილეში, ქალაქ ვალპარაისოში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ჩილეში, ქალაქ ვალპარაისოში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

პუენტე-ალტო, ჩილე — 2014 წლის 13 აპრილს ჩილეს ისტორიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქ ვალპარაისოში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ძლიერი ქარის შედეგად მთელ ქალაქს მოედო. დაახლოებით 15 ადამიანი დაიღუპა, 500 კი — დაშავდა. 2 900-მდე სახლი მთლიანად დაიწვა და 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

როგორც იეჰოვას მოწმეების ფილიალი (ჩილე) იტყობინება, დაღუპულთა შორის ერთი ხანდაზმული იეჰოვას მოწმე მამაკაცია. დაახლოებით 89 მოწმე სახლ-კარის გარეშე დარჩა. ბევრი მათგანი თანამორწმუნეებმა შეიფარეს. ადგილობრივმა ფილიალმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რათა მოსახლეობისთვის საჭირო დახმარება აღმოეჩინა. მოხალისეებისგან შემდგარმა ჯგუფებმა უკვე დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი აღადგენენ თანამორწმუნეების იმ 28 სახლსაც, რომლებიც ხანძრის შედეგად დაიწვა.

ჯეისონ რიდი, იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი ჩილეში, აღნიშნავს: „ძალიან გვიმძიმს იმის მოსმენა, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო ხალხი ცოტა ხნის წინ ვალპარაისოში გაჩენილმა ხანძარმა. ვწუხვართ, რომ ხანძარმა ჩვენი ძვირფასი ძმა იმსხვერპლა. ვლოცულობთ მათზე, ვინც ხანძრის შედეგად მეგობრები და ოჯახის წევრები დაკარგა. კვლავაც ვეცდებით, ყოველმხრივ მხარში ამოვუდგეთ დაზარალებულებს, საჭირო დახმარება აღმოვუჩინოთ და ვანუგეშოთ, რათა გაუმკლავდნენ ამ უბედურებით გამოწვეულ ტკივილს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ.+1 718 560 5000

ჩილე: ჯეისონ რიდი, ტელ. +56 2 2428 2600