არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 18 ნოემბერი
ჩრდილოეთ მაკედონია

სპეციალური სამქადაგებლო კამპანია მაკედონიაში

სპეციალური სამქადაგებლო კამპანია მაკედონიაში

ჩრდილოეთ მაკედონიაში 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ფილიალის ორგანიზებით მოეწყო სპეციალური სამქადაგებლო კამპანია იმ მიზნით, რომ ბიბლიური ცნობა გადაეცათ მაკედონიურ და ალბანურ ენებზე მოსაუბრე ხალხისთვის.

ჩრდილოეთ მაკედონიაში 1 300 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს მაკედონიურად და ნახევარ მილიონზე მეტი — ალბანურად. თუმცა ამ რეგიონში მხოლოდ 1 300 მაუწყებელია, რომელთაგან დაახლოებით 1000 მსახურობს მაკედონიურ ტერიტორიაზე და 20 — ალბანურენოვან ტერიტორიაზე. ადგილობრივი მაუწყებლების მხარდასაჭერად 476 მოხალისე ჩავიდა ჩრდილოეთ მაკედონიაში 7 ქვეყნიდან. ეს ქვეყნები იყო: ალბანეთი, ავსტრალია, ბელგია, გერმანია, იტალია, შვედეთი და შვეიცარია.

წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია“ მაკედონიურ ენაზე, რომელიც მწყემსს ათი წლის წინ აჩუქეს

კამპანიის დროს ჩვენი ოთხი ძმა გზაზე შეხვდა ერთ მამაკაცს, რომელიც თხებს მწყემსავდა. როდესაც მამაკაცი მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეებს ესაუბრებოდა, ჩანთას სწვდა და იქიდან „რას გვასწავლის ბიბლია“ ამოაცურა. მან ძმებს უთხრა, რომ ეს წიგნი მას იტალიიდან სპეციალური კამპანიის პერიოდში ჩასულმა იეჰოვას მოწმეებმა აჩუქეს ათი წლის წინ. მან თქვა, რომ ყოველდღე კითხულობდა წიგნს და ზოგიერთი თავი ზეპირადაც კი იცოდა. ძმები მას განმეორებით მონახულებაზე შეუთანხმდნენ.

მაკედონიურ და ალბანურ ენებზე მოლაპარაკე გულმოდგინე და-ძმების ეს დიდი გუნდი გვახსენებს მოციქული პავლეს შემთხვევას, როცა ის სიხარულით გამოეხმაურა მოწვევას „ჩამოდი მაკედონიაში“ (საქმეები 16:9).