2014 წლის 25 ივლისი
ხორვატია
იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულებს ბალკანეთში
ზაგრები, ხორვატია — 2014 წლის 13—15 მაისს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია; სტიქიას დაახლოებით 3 000 მეწყერი მოჰყვა. ეს ყველაზე დიდი წყალდიდობა იყო, რაც კი ოდესმე მომხდარა ბოსნია-ჰერცეგოვინას, ხორვატიისა და სერბეთის ტერიტორიაზე. სასწრაფოდ იქნა მობილიზებული იეჰოვას მოწმე მოხალისეებისგან შემდგარი სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები, რომელთაც დახმარებას უწევდნენ გერმანიაში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენლები. მათ მყისიერი ზომები მიიღეს იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის დასახმარებლად, რომელიც სტიქიამ დააზარალა.
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა კომიტეტებმა დაუყოვნებლივ უზრუნველყვეს ტრანსპორტით, საკვებით, ტანსაცმლითა და დროებითი თავშესაფრით ისინი, ვისაც სახლ-კარის დატოვება მოუწია. სტიქიის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არც დაშავებულა, თუმცა წყალდიდობამ მოწმეთა ოჯახების სულ მცირე 14 სახლი დააზიანა და ზოგი მათგანი მიწასთან გაასწორა. აგრეთვე განადგურებულია ერთი შენობა, სადაც მოწმეები თაყვანისმცემლობის მიზნით იკრიბებოდნენ. ამჟამად კომიტეტები ორგანიზებას უწევენ დანგრეული სახლების აღდგენას და აგრეთვე დგამენ ასაწყობ სახლებს მათთვის, ვინც უსახლკაროდ დარჩა.
იოსიპ ლიოვიჩი, იეჰოვას მოწმეების პრეს-მდივანი ხორვატიაში, ამბობს: „გვიხარია იმის გაგება, რომ არც ერთი ჩვენი თანამორწმუნე მომხდარი ტრაგედიის შედეგად არ დაშავებულა, თუმცა აქვე გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს მათ გამო, ვინც ძვირფასი ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგა. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ მთელ ბალკანეთში ვანუგეშოთ ადამიანები. მადლიერი ვართ ჩვენი მეგობრების, რომლებიც ჩვენთან გერმანიიდან ჩამოვიდნენ და მხარში ამოგვიდგნენ, საჭირო დახმარება რომ აღმოგვეჩინა სტიქიით დაზარალებულთათვის მომდევნო კვირებისა და თვეების მანძილზე“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000
ხორვატია: იოსიპ ლიოვიჩი, ტელ. +385 91 5336 511
სერბეთი: დანიელ დომონი, ტელ. +381 11 405 99 00