2021 წლის 8 იანვარი
ხორვატია
ძლიერი მიწისძვრა ხორვატიაში
ადგილმდებარეობა
ქალაქ პეტრენიის მახლობლად, ზაგრებიდან სამხრეთით, 50 კილომეტრში
სტიქია
2020 წლის 29 დეკემბერს ხორვატიას თავს დაატყდა 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ეს ხორვატიის არსებობის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
დაზარალებული და-ძმები
სტიქიის ზონაში მცხოვრები 91 მაუწყებლიდან არცერთი არ დაზიანებულა.
29 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
მატერიალური ზარალი
სერიოზულად დაზიანდა 9 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 16 სახლი.
მცირე ზიანი განიცადა სისაკში მდებარე დარბაზმა.
დაზარალებულთა დახმარება
ფილიალის მიერ ჩამოყალიბებული სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი თანამშრომლობს ორ სარაიონო ზედამხედველთან და ადგილობრივ უხუცესებთან. ისინი, კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ორგანიზებას უწევენ დაზარალებული და-ძმების სულიერ და ფიზიკურ დახმარებას, რაშიც შედის მათი პირველადი მოხმარების ნივთებით და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც გააძლიეროს დაზარალებული და-ძმები ამ განსაცდელის ჟამს (1 პეტრე 5:10).