2021 წლის 18 აგვისტო
ჰაიტი
დამანგრეველი მიწისძვრა ჰაიტიზე
2021 წლის 14 აგვისტოს ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელსაც რამდენიმე პატარა ბიძგი მოჰყვა. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სტიქიით გამოწვეული ზარალის შეფასება.
დაზარალებული და-ძმები
სამწუხაროდ, გარდაიცვალა 3 და.
დაშავდა 21 ჩვენი თანაქრისტიანი.
დაზიანდა 119 სახლი.
მთლიანად დაინგრა 72 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 5 დარბაზი.
სერიოზულად დაზიანდა 4 დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ორგანიზებას უწევს და-ძმების დახმარებას. ეს კომიტეტი ორ სარაიონო ზედამხედველთან და ადგილობრივ უხუცესებთან ერთად პრაქტიკულად ეხმარება თანაქრისტიანებს და, ამავდროულად, ამხნევებს მათ.
დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ორგანიზებას უწევს, რომ დაზარალებულ მაუწყებლებს მიეწოდოთ პირველადი დახმარების ნივთები, მედიკამენტები, სასმელი წყალი, საკვები, ტანსაცმელი, პლედები და ბრეზენტი. ისინი იმაზეც ზრუნავენ, რომ დაშავებულმა და-ძმებმა სამედიცინო დახმარება მიიღონ.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
ასეთი რთული სიტუაციის მიუხედავად, 15 აგვისტოს, კვირას, ადგილობრივი კრებების უმეტესობამ შეხვედრა მაინც ჩაატარა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით. გარდა ამისა, და-ძმებმა კონგრესის „გაძლიერდით რწმენით!“ კვირა დღის დილის პროგრამას მოუსმინეს.
ძალიან ვწუხვართ, რომ ასე ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სამი და. ვლოცულობთ იმ და-ძმებისთვის, რომლებსაც ამ მიწისძვრამ ახლობლები გამოაცალა ხელიდან და მათთვისაც, ვისაც ფიზიკური და ემოციური ზიანი მიადგა. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა განიცდის მათ მდგომარეობას და ის კვლავაც იქნება მათთვის „თავშესაფარი და ძალა“ (ფსალმუნი 46:1, 2).