2018 წლის 15 ოქტომბერი
ჰაიტი
ძლიერი მიწისძვრა ჩრდილოეთ ჰაიტიზე
2018 წლის 6 ოქტომბერს, შაბათს, ჩრდილოეთ ჰაიტიზე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 17 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.
ბოლო მონაცემებით მიწისძვრის შედეგად ჩვენი და-ძმებიდან არავინ დაღუპულა. თუმცა უმნიშვნელოდ დაშავდა ორი მაუწყებელი. სარაიონო ზედამხედველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაზიანდა 4 სამეფო დარბაზი და ჩვენი თანაქრისტიანების 44 სახლი. ქალაქ პორ-დე-პეში დაახლოებით 50 და-ძმას მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება ოჯახებთან ერთად. ამ ოჯახებზე ადგილობრივი კრების წევრები ზრუნავენ. ჰაიტის ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში მომუშავე ორმა ძმამ მოინახულეს სტიქიის ზონა, რათა შეეფასებინათ ზარალი და გაემხნევებინათ და-ძმები. გარდა ამისა, დაზარალებულთა დახმარების მიზნით ჩამოყალიბდა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
ვლოცულობთ ჰაიტიზე მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის. მადლიერები ვართ, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ასრულებს თავის დანაპირებს და ერთგული სიყვარულით ანუგეშებს გაჭირვებაში მყოფ თავის მსახურებს (ფსალმუნი 119:76).