15 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ჰაიტი
ძლიერი წყალდიდობა ჰაიტიზე
2023 წლის 2 და 3 ივნისს გადაუღებელმა წვიმებმა ჰაიტის უდიდესი ნაწილი დატბორა. გავრცელებული ინფორმაციით, დატბორილია ათიათასობით სახლი, დაზარალებულია დაახლოებით 40 000 ოჯახი, ევაკუირებულია დაახლოებით 13 500 კაცი და დაღუპულია, სულ მცირე, 50 ადამიანი.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.
დაშავდა 1 ძმა და 1 და.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 60 მაუწყებელს.
დაინგრა 1 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 3 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 19 სახლი.
არ დაზიანებულა არცერთი თეოკრატიული შენობა.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ და-ძმებს.
დაზარალებულთა დახმარების საქმეში ადგილობრივი კრებები მონაწილეობენ.
დარწმუნებული ვართ, „იეჰოვა მისცემს ძალას“ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს (ფსალმუნი 29:11).