არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 11 ნოემბერი
ჰონდურასი

ჰონდურასში ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

ჰონდურასში ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

2014 წლის 31 ოქტომბერს, დილით სან-კარლოსიდან (ჩოლომა) მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 57 იეჰოვას მოწმე იჯდა, გზაზე ავტოავარიაში მოჰყვა. ეს იეჰოვას მოწმეები ლას-ფლორესში (ლემპირა) საკუთარი სურვილით ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ავტობუსის მძღოლი და 13 იეჰოვას მოწმე, მათ შორის ორი 14 წლის და ერთი 8 წლის გოგონა. დანარჩენი 44 იეჰოვას მოწმე კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მხოლოდ ორს დასჭირდა სერიოზული მკურნალობა, მაგრამ ისინი ახლა უკვე საავადმყოფოდან გამოწერეს. თანამორწმუნეები მათ ანუგეშებენ და პრაქტიკულ დახმარებასაც უწევენ. დაკრძალვის პირველი ცერემონიალი 2014 წლის 1 ნოემბერს გაიმართა ჩოლომაში, როდესაც ავარიის შედეგად დაღუპული 9 ადამიანი მიწას მიაბარეს. ამ ცერემონიალს დაახლოებით 3 000 კაცი დაესწრო.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ჰონდურასში, ხოსე კასტილო, აღნიშნავს: „ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელიც საზოგადოებისგან და სხვადასხვა სააგენტოებისგან მივიღეთ. მათ დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ჰონდურასი: ხოსე კასტილო ადრიანო, ტელ. +504 9998 0895

მექსიკა: გამალიელ კამარილო, ტელ. +52 555 133 3048