2017 წლის 31 აგვისტო
ჰონკონგი
ტაიფუნმა „ჰატომ“ ჰონგ-კონგსა და მაკაოს გადაუარა
23 აგვისტოს, ოთხშაბათს, სამხრეთ ჩინეთს, მათ შორის ჰონგ-კონგისა და მაკაოს რამდენიმე რაიონს, მე-10 კატეგორიის ტაიფუნი „ჰატო“ დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ჰონგ-კონგში არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა, თუმცა 34 დაშავდა. მაკაოში კი სტიქიამ 9 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 153 დაშავდა.
იეჰოვას მოწმეების ფილიალი ჰონგ-კონგში, რომელიც ზედამხედველობს მოწმეების საქმიანობას მაკაოში, იტყობინება, რომ ტაიფუნის შედეგად მაკაოში არც ერთი მოწმე არ დაღუპულა, თუმცა ბევრი მათგანი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ფილიალი ადგილობრივ მოწმეებთან ერთად ორგანიზებას უწევს, რომ დაზარალებული მოწმეები სასმელი წყლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით მოამარაგოს.
ჰონგ-კონგში 5 500-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს, ხოლო მაკაოში 320.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
ჰონგ-კონგი: დენი სტინსენი, ტელ. +852-3950-3500