აბაკუმი 2:1—20

2  ჩემს სადარაჯოზე ვიდგები+ და ბურჯიდან ფეხს არ მოვიცვლი; დავაკვირდები,+ რომ ვნახო, რას იტყვის ის ჩემი პირით,+ და რა ვუპასუხო, როცა შემაგონებს.+  მომიგო იეჰოვამ და მითხრა: «ჩაიწერე ხილვა, გარკვევით ამოკვეთე ფილებზე,+ რათა თავისუფლად შეძლოს მისი წაკითხვა ხმამაღლა წამკითხველმა.+  ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა,+ შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება,+ არ დააგვიანდება.  აი, სულგაბღენძილია+ ის და მართალი სული არ არის მასში. მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს.+  თავდაჯერებულია+ კაცი, რადგან ვერაგულად მოქმედებს+ მასზე ღვინო. ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს,+ თუმცა სამარესავით* იფართოებს სულს და სიკვდილივით გაუმაძღარია.+ თავისთვის იგროვებს ერებს და თავს უყრის ხალხებს.+  განა არ გამოუთქვამენ ისინი ანდაზას+ და ქარაგმულად, გადაკვრით არ ილაპარაკებენ მასზე?! იტყვიან: „ვაი მას, ვინც იმრავლებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის!+ როდემდე?!+ ვაი მას, ვინც ვალებით იმძიმებს თავს!  განა უეცრად არ აღდგებიან ისინი, ვინც სარგებელს გთხოვენ, და არ გაიღვიძებენ ისინი, ვინც გაჯანჯღარებენ?! განა მათი გასაძარცვი არ გახდები?!+  რაკი ძარცვავდი მრავალ ხალხს, შენც გაგძარცვავს+ ხალხთა დარჩენილი ნაწილი, ადამიანთა სისხლის ღვრისთვის და მიწის, ქალაქისა და მისი მკვიდრების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისთვის.+  ვაი მას, ვინც თავისი სახლისთვის ბოროტებით იხვეჭს,+ მაღლა რომ მოიწყოს ბუდე უბედურებისგან თავის დასაცავად!+ 10  სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის — მრავალი ხალხის მოსპობა.+ სცოდავს შენი სული.+ 11  კედლიდან ქვა იღაღადებს შესაბრალისად და ჭერიდან ძელი გამოეპასუხება.+ 12  ვაი მას, ვინც სისხლის ღვრით აშენებს ქალაქს და უმართლობით აფუძნებს მას!+ 13  განა ლაშქართა* ღვთისგან, იეჰოვასგან არ არის, მხოლოდ ცეცხლისთვის რომ შრომობენ ხალხები და არარაობისთვის იქანცებიან ერები?!+ 14  აივსება დედამიწა იეჰოვას სიდიადის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლით სავსე.+ 15  ვაი მას, ვინც თავის მოძმეებს სასმელს ასმევს და მასში თავის რისხვასა და მრისხანებას ურევს მათ დასათრობად+ და მათი სასირცხო ადგილების დასანახავად.+ 16  დიდების ნაცვლად სირცხვილით გაძღები.+ დალიე შენც+ და წინადაუცვეთელს დაემსგავსე!+ შენამდეც მოვა სასმისი, რომელიც იეჰოვას მარჯვენაშია,+ და დამცირდება შენი დიდება, 17  რადგან იმ ძალადობით აივსები, ლიბანში+ რომ მოხდა, და იმ მტაცებლობით, ცხოველებს რომ აშინებს, ადამიანთა სისხლის ღვრისთვის და მიწის, ქალაქისა და მისი მკვიდრების+ წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისთვის.+ 18  რა სარგებლობა აქვს გამოსახულებას,+ ის ხომ მისი შემქმნელის გამოთლილია?! რა სარგებლობა აქვს ქანდაკებას და სიცრუის მასწავლებელს,+ მისი შემქმნელი ხომ ისეა მასზე მინდობილი,+ რომ არაფრის მაქნის და უტყვ ღმერთებს აკეთებს?!+ 19  ვაი მას, ვინც ხის ნაჭერს ეუბნება, გაიღვიძე, და უტყვ ქვას, გამოიღვიძეო! ის არის მასწავლებელიო.+ აი, ოქრო-ვერცხლშია+ ჩასმული და სუნთქვა არ არის მასში.+ 20  იეჰოვა კი თავის წმინდა ტაძარშია.+ დადუმდი, დედამიწავ, მის წინაშე!“»+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
იგივე ცაბაოთი.