აბაკუმი 3:1—19

3  წინასწარმეტყველ აბაკუმის ლოცვა, სამგლოვიარო სიმღერებით წარმოთქმული:  იეჰოვა, მოვისმინე შენ შესახებ.+ შემაშინა, იეჰოვა, შენმა საქმეებმა.+ განაახლე და გააცხადე ისინი ამ წლებში! შენი რისხვისას გაიხსენე წყალობა.+  თემანიდან მოვიდა ღმერთი, ფარანის მთიდან+ — წმინდა.+ სელა. მისმა დიდებამ დაფარა ზეცა,+ მისი ქებით აივსო დედამიწა.+  მისი ბრწყინვალება სინათლეს ჰგავდა.+ ორი სხივი გამოდიოდა მისი ხელიდან, მასში იმალებოდა მისი ძლიერება.+  ჭირი მიდიოდა მის წინ+ და ციებ-ცხელება გამოდიოდა მისი ფეხებიდან.+  გაჩერდა ის, რომ შეერყია დედამიწა.+ შეხედა და შიშით აათრთოლა ხალხები.+ გაცამტვერდნენ მარადიული მთები,+ ქედი მოიხარეს საუკუნო გორებმა.+ ასეთია მისი გზები ძველი დროიდან.  დავინახე, რომ გაჭირვებაში არიან ქუშანის კარვები. ირხევიან+ მიდიანის+ კარვის ქსოვილები.  იეჰოვა, მდინარეებზე, მდინარეებზე აღიგზნო შენი რისხვა+ თუ ზღვაზე ხარ განრისხებული?+ შენს ცხენებზე იყავი ამხედრებული;+ ხსნა მოჰქონდა შენს ეტლებს.+  გაშიშვლდება შენი მშვილდი,+ არ დაიფარება. წარმოთქმულია ტომების ფიცი.+ სელა. მდინარეებით დაყავი დედამიწა.+ 10  დაგინახეს მთებმა, მწვავე ტკივილებმა შეიპყრო ისინი.+ თქეშმა და ჭექა-ქუხილმა გადაიარეს. ახმიანდა ღრმა წყალი.+ ხელები მაღლა აქვს აღმართული. 11  გაჩერდნენ მზე და მთვარე+ თავიანთ დიდებულ სამყოფელში.+ სინათლესავით მოდიოდა შენი ისრები,+ კაშკაშა იყო შენი შუბის ელვარება.+ 12  მრისხანედ მიაბიჯებდი დედამიწაზე და შენი რისხვით გალეწე ხალხები.+ 13  შენი ხალხის სახსნელად,+ შენი ცხებულის გადასარჩენად გამოხვედი. შენ შემუსრე ბოროტეულის სახლის თავკაცი.+ საძირკვლიდან ჭერამდე განადგურდა სახლი.+ სელა. 14  მისივე იარაღით თავი გაუპე+ მის მეომრებს, როცა ისინი ჩემ გასაფანტავად გამოქანდნენ.+ ისინი ისე ყიჟინებდნენ, როგორც საფარში მყოფი დაჩაგრული კაცის ჩასაყლაპავად დახრილნი.+ 15  გაიარე ზღვა და გათელე შენი ცხენებით, დიდი წყლები გაიარე.+ 16  გავიგონე და შემეძრა შიგნეული, ამის გაგონებაზე ბაგე ამითრთოლდა, ლპობა შეეპარა ჩემს ძვლებს;+ თუმცა შევშფოთდი, მაინც მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს,+ როცა ის მოვა ხალხზე+ თავდასასხმელად. 17  რომც არ აყვავდეს ლეღვი+ და ვაზმა არ გამოიღოს მტევანი, რომც არ მოისხას ნაყოფი ზეთისხილმა და ტერასებზე არ მოვიდეს მოსავალი,+ ფარაც რომ მოიკვეთოს ფარეხიდან და საქონელიც აღარ დარჩეს სადგომებში,+ 18  მაინც გავიხარებ იეჰოვათი+ და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით.+ 19  იეჰოვა, უზენაესი უფალი ჩემი მაცოცხლებელი ძალაა!+ ფურირმისას დამიმსგავსებს ფეხებს+ და გამათელვინებს ჩემს მაღლობებს.+ ხელმძღვანელს. ჩემი სიმებიანი საკრავების თანხლებით.

სქოლიოები