ამოსი 1:1—15

1  ამოსის, თეკოელი+ მეცხვარის, სიტყვები, რომლებიც ხილვაში გაუცხადდა ისრაელის+ შესახებ იუდას მეფე უზიასა+ და ისრაელის მეფე იერობოამის,+ იოაშის ძის+ დროს, მიწისძვრამდე+ ორი წლით ადრე.  მან თქვა: „სიონიდან დაიგრგვინებს იეჰოვა+ და იერუსალიმიდან გამოსცემს ხმას.+ გლოვას დაიწყებენ მწყემსთა საძოვრები და გადახმება ქარმელის მწვერვალი“.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა დამასკომ+ და რკინის კევრებით ლეწავდა გალაადს.+  ცეცხლს გავუგზავნი+ ხაზაელის სახლს+ და შთანთქავს ის ბენ-ჰადადის საცხოვრებელ კოშკებს;+  დავამტვრევ დამასკოს+ ურდულს, მოვსპობ მცხოვრებლებს ბიკათ-ავენში და კვერთხის მპყრობელს — ბეთ-ედენში. სირიის ხალხი კირში+ იქნება გადასახლებული“, — ამბობს იეჰოვა.  აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ღაზამ+ და გადაასახლა+ ყველა ტყვე, ედომისთვის+ რომ ჩაეგდო ისინი ხელში.  ცეცხლს გავუგზავნი ღაზას+ გალავანს და შთანთქავს ის მის საცხოვრებელ კოშკებს;  მოვსპობ მცხოვრებლებს აშდოდში+ და კვერთხის მპყრობელს — აშკელონში.+ ხელს მოვაბრუნებ+ ეკრონზე+ და დაიღუპებიან ფილისტიმელთაგან დარჩენილები“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.  აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ტვიროსმა,+ ყველა ტყვე ედომს ჩაუგდო ხელში და არ გაიხსენა ძმებს შორის დადებული შეთანხმება.+ 10  ცეცხლს გავუგზავნი ტვიროსის გალავანს და შთანთქავს ის მის საცხოვრებელ კოშკებს“.+ 11  აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ედომმა,+ მახვილით დევნიდა თავის ძმას,+ ჩაიხშო სიბრალული+ და მუდამ გლეჯს თავისი რისხვით და მუდამ აღვივებს მრისხანებას.+ 12  ცეცხლს გავუგზავნი თემანს+ და შთანთქავს ის ბოცრას+ საცხოვრებელ კოშკებს“. 13  აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას,+ რადგან სამჯერ იურჩეს, ოთხჯერ იურჩეს ამონის+ ძეებმა და ფატრავდნენ გალაადელ ორსულ ქალებს, თავიანთი სამფლობელოს გასაფართოებლად.+ 14  ცეცხლს გავუგზავნი რაბას+ გალავანს და შთანთქავს ის მის საცხოვრებელ კოშკებს, როცა განგაში ატყდება ბრძოლის დღეს და გრიგალი ამოვარდება ქარიშხლის დღეს.+ 15  მათი მეფე ტყვეობაში წავა თავის მთავრებთან ერთად“,+ — ამბობს იეჰოვა.

სქოლიოები