ამოსი 2:1—16

2  «აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა მოაბმა+ და კირისთვის წვავდა ედომის მეფის ძვლებს.+  ცეცხლს გავუგზავნი მოაბს და შთანთქავს ის კერიოთის+ საცხოვრებელ კოშკებს; ხმაურში დაიღუპება მოაბი, როცა ატყდება განგაში და გაისმება საყვირის ხმა.+  მოვსპობ მასში მოსამართლეს და მასთან ერთად დავხოცავ ყველა მის მთავარს“,+ — ამბობს იეჰოვა.  აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა იუდამ,+ უარყო იეჰოვას კანონი+ და არ დაიცვა მისი წესები. ახეტიალებდა მათ თავიანთი სიცრუე,+ რასაც მათი მამა-პაპა მიჰყვებოდა.+  ცეცხლს გავუგზავნი იუდას და შთანთქავს ის იერუსალიმის საცხოვრებელ კოშკებს“.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „არ გავაუქმებ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან სამჯერ იურჩა, ოთხჯერ იურჩა ისრაელმა+ და ვერცხლზე ყიდდა მართალს და წყვილი სანდლის ფასად — ღარიბს.+  მიწის მტვრის ნახვა სწადიათ უბრალო ხალხის თავზე.+ თავიდან იშორებენ თვინიერ ხალხს.+ მამა-შვილი ერთ ქალთან დადის+ ჩემი წმინდა სახელის შესაბღალავად.+  გირაოში გამორთმეულ ტანსაცმელზე გაწოლილან+ ყველა სამსხვერპლოსთან+ და ჯარიმით დასჯილთა ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში.+  მე კი მათ გამო მოვსპე ამორეველები,+ რომლებიც კედარივით მაღლები და უზარმაზარი ხესავით+ ძლიერები იყვნენ; მაღლა ნაყოფი მოვუსპე და დაბლა — ფესვები.+ 10  მე გამოგიყვანეთ ეგვიპტის მიწიდან+ და ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში,+ რათა დაუფლებოდით ამორეველების მიწას.+ 11  თქვენს ძეთაგან ზოგიერთი წინასწარმეტყველად დავაყენე,+ თქვენს ჭაბუკთაგან ზოგიერთი — ნაზირად*.+ განა ასეც არ უნდა ყოფილიყო, ისრაელის ძეებო?!“ — ამბობს იეჰოვა. 12  „თქვენ კი ნაზირებს ღვინოს ასმევდით+ და წინასწარმეტყველებს უბრძანებდით, არ იწინასწარმეტყველოთო.+ 13  აი, ისე შევარყევ მიწას თქვენ ქვემოთ, როგორც ახალმომკილი მარცვლეულის ძნებით სავსე ურემი ირყევა. 14  სწრაფს მოესპობა თავშესაფარი,+ ძლიერი ვერ მოიკრებს ძალებს და სულს ვერ გადაირჩენს ვაჟკაცი.+ 15  წინააღმდეგობას ვერ გასწევს მშვილდოსანი, ვერც ფეხმარდი გადარჩება და ვერც მხედარი გადაირჩენს სულს.+ 16  ძლიერთა შორის გულმაგარიც შიშველი გაიქცევა იმ დღეს“,+ — ამბობს იეჰოვა».

სქოლიოები

ანუ გამორჩეული, მიძღვნილი, გამოცალკევებული.