ამოსი 4:1—13
4 „ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო,+ სამარიის მთაზე რომ ხართ,+ საწყლებს რომ სძალავთ,+ ღარიბებს რომ ჩაგრავთ და თქვენს ბატონებს რომ ეუბნებით, მოიტანე და დავლიოთო!
2 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ თავისი სიწმინდე დაიფიცა:+ აი, დაგიდგებათ დრო, როცა ის ყასბის კაუჭებით აგწევთ, თქვენს დარჩენილ ნაწილს კი თევზის კაუჭებით+ ასწევს;
3 გარღვეულ კედელში გახვალთ,+ თითოეული პირდაპირ ივლით; ჰარმონზე გადაგაგდებენ“, — ამბობს იეჰოვა.
4 „მოდით ბეთელში და შესცოდეთ,+ გილგალში მოუხშირეთ ცოდვებს+ და დილით მოიტანეთ თქვენი მსხვერპლი, მესამე დღეს კი — მეათედები.+
5 სამადლობელ მსხვერპლად ააბოლეთ+ საფუვრიანი პური და გაახმაურეთ ნებაყოფლობითი შესაწირავის მიტანა,+ გამოაცხადეთ ის, რადგან ასე გიყვართ, ისრაელის ძეებო“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
6 „კბილები აგიკაწკაწეთ+ ყველა თქვენს ქალაქში და პურის ნაკლებობა ჩამოვაგდე ყველა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე,+ მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
7 „მკამდე სამი თვით ადრე შეგიკავეთ კოკისპირული წვიმა,+ ერთ ქალაქს ვაწვიმე, მეორეს კი არა; მიწის ერთ ნაკვეთს აწვიმდა, მიწის ის ნაკვეთი კი, რომელსაც არ ვაწვიმებდი, გახრიოკდა.+
8 ორი ან სამი ქალაქი მიბარბაცებდა ერთ ქალაქში წყლის დასალევად+ და წყურვილს ვერ იკლავდა; მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
9 „ხორშაკი და ჭრაქი+ მოგივლინეთ. იმრავლებდით ბაღ-ვენახებს, მაგრამ თქვენი ლეღვი და ზეთისხილი მუხლუხმა გააჩანაგა;+ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
10 „ეგვიპტური ჭირის მსგავსი ჭირი შეგყარეთ;+ მახვილით დავხოცე თქვენი ჭაბუკები+ და თქვენი ცხენები გავატაცებინე.+ თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე,+ მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
11 „ისე დავამხვე თქვენი მიწა, როგორც სოდომი და გომორა+ დაამხო ღმერთმა. ცეცხლიდან გამოღებულ კუნძს დაემსგავსეთ,+ მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან“,+ — ამბობს იეჰოვა.
12 „ამიტომ, ასე მოგექცევი, ისრაელო, და რადგან ამას გაგიკეთებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად,+ ისრაელო!
13 აი, მთათა შემქმნელი+ და ქარის შემოქმედი,+ ადამიანისთვის თავისი ფიქრის განმცხადებელი,+ განთიადის წყვდიადად გადამქცეველი+ და დედამიწის მაღლობების გამთელავი,+ იეჰოვა, ლაშქართა ღმერთია მისი სახელი“.+