ამოსი 5:1—27

5  «ისრაელის სახლო, ისმინე ეს სიტყვა, რომელსაც სამგლოვიარო სიმღერით+ წარმოვთქვამ შენზე:   დაეცა+ ქალწული+ ისრაელი,ვეღარ დგება;+მიტოვებულია თავის მიწაზე,არავინაა მისი წამომყენებელი.+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც ათასი გამოდიოდა, ასი კაციღა დარჩება და იქ, საიდანაც ასი გამოდიოდა, ათიღა დარჩება“.+  აი რას ეუბნება იეჰოვა ისრაელის სახლს: „მეძებეთ+ და იცოცხლეთ!+  ნუ დაუწყებთ ძებნას ბეთელს,+ ნუ მიხვალთ გილგალში+ და ნუ გაივლით ბეერ-შებაზე,+ რადგან გილგალი გადასახლებაში წავა+ და ბეთელს ჯადოქრობა მოიცავს.+  ეძებე იეჰოვა და იცოცხლე,+ იოსების სახლო,+ რათა ცეცხლივით არ აგიზგიზდეს+ ის და არ გშთანთქოს, რომ აღარავინ დარჩეს ბეთელში ცეცხლის ჩამქრობი,+  შენ, სამართალს რომ აბზინდად+ აქცევ და სიმართლეს რომ მიწაზე ანარცხებ.+  ქიმას+ თანავარსკვლავედისა და ქესილის+ თანავარსკვლავედის+ შემოქმედი, რომელიც უკუნ სიბნელეს+ დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს,+ რომელიც ზღვის წყლებს მოუხმობს, რათა გადმოღვაროს ისინი მიწის ზედაპირზე+ — იეჰოვაა მისი სახელი;+  ძლიერს ელვის სისწრაფით დააქცევს, რათა სიმაგრესაც ეწიოს დაქცევა. 10  სძულთ კარიბჭესთან მამხილებელი+ და ვერ იტანენ სიმართლის მთქმელს.+ 11  რაკი მიწის ქირას ართმევთ ღარიბს და ხარკად მარცვლეულს იღებთ მისგან,+ ვეღარ იცხოვრებთ სახლებში, თლილი ქვებით რომ აგიშენებიათ,+ და ვეღარ დალევთ ღვინოს საუცხოო ვენახებიდან, თქვენ რომ გაგიშენებიათ.+ 12  რადგან ვიცი, რამდენჯერ მეურჩეთ+ და რამდენად დიდია თქვენი ცოდვები,+ თქვენ, ვინც მტრულად ექცევით მართალს,+ ვინც ქრთამს იღებთ+ და ჩუმდებით, ვინც თავიდან იშორებთ ღარიბ ხალხს+ კარიბჭესთან.+ 13  მაშინ დადუმდება წვდომისუნარიანი, რადგან ეს უბედურების დრო იქნება.+ 14  კარგი ეძებეთ და არა ცუდი,+ რათა იცოცხლოთ+ და იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი იყოს თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ კიდეც.+ 15  შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია,+ სამართალი დაამკვიდრეთ კარიბჭესთან.+ იქნებ შეიწყალოს იეჰოვამ,+ ლაშქართა ღმერთმა, იოსებისგან დარჩენილები“.+ 16  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოთქმას დაიწყებენ ყველა მოედანზე+ და ყველა ქუჩაზე იტყვიან, ვაი, ვაიო! მიწათმოქმედს საგლოვად დაუძახებენ+ და გამოცდილ დამტირებლებს — სატირლად.+ 17  ყველა ვენახში დაიწყებენ მოთქმას,+ რადგან მე გავივლი შენში“,+ — ამბობს იეჰოვა. 18  „ვაი მათ, ვისაც იეჰოვას დღის მოსვლა სწადია!+ რას მოგიტანთ იეჰოვას დღე?+ ბნელი იქნება ის და არა ნათელი,+ 19  თითქოს კაცი ლომს გაექცა და დათვი გადაეყარა, სახლში შევიდა, კედელს ხელით მიეყრდნო და გველმა დაგესლა.+ 20  ბნელი იქნება იეჰოვას დღე და არა ნათელი! წყვდიადით იქნება მოცული და არა სინათლით!+ 21  მძულს და უარვყოფ თქვენს დღესასწაულებს,+ არ მესიამოვნება თქვენი საზეიმო თავყრილობების დროს დატრიალებული სუნი.+ 22  მთლიანად დასაწვავი შესაწირავიც+ რომ შემომწიროთ, არ მესიამოვნება+ ეს საძღვნო შესაწირავი, არც მშვიდობის მსხვერპლად* შემოწირულ ნასუქ პირუტყვს შევხედავ.+ 23  განმარიდე შენი სიმღერები, შენი ხმაური, არ მსურს შენი სიმებიანი საკრავების ჰანგების გაგონება.+ 24  წყალივით იდინოს სამართალმა+ და სიმართლემ — უშრეტი მდინარესავით.+ 25  ისრაელის სახლო, განა მსხვერპლი და საძღვნო შესაწირავები მოგქონდათ ჩემთვის უდაბნოში ორმოც წელიწადს?!+ 26  თქვენ ატარებთ თქვენს მეფე სიკუთსა*+ და ქიუნს*, ქანდაკებებს, თქვენ მიერ გაკეთებული ღვთაების ვარსკვლავს.+ 27  დამასკოს იქით გადაგასახლებთ“,+ — ამბობს ის, ვისაც იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი ჰქვია».+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლად.
შესაძლოა იგულისხმებოდეს ვარსკლავის ღვთაება.
როგორც ჩანს იგულისხმება ვარსკლავის ღვთაება. სქ. 7:43-ში მოხსენიებულია რომფას სახელით.