ამოსი 6:1—14
6 „ვაი უდარდელებს+ სიონში და სამარიის მთის მოიმედეთ! რჩეულ ხალხს შორის გამორჩეულნი არიან, მათთან მიდის ისრაელის სახლი.
2 წადით ქალნეში და ნახეთ, იქიდან წადით ხალხმრავალ ხამათში+ და ჩადით ფილისტიმელთა გათში.+ განა ისინი ამ სამეფოებზე უკეთესნი არიან?! განა მათი მიწა თქვენს მიწაზე დიდია?!+
3 არ ფიქრობთ უბედურების დღეზე?+ ძალადობას ამკვიდრებთ თქვენში?+
4 თქვენა ხართ სპილოს ძვლის ტახტებზე+ მწოლიარენი და საწოლებში გაშხლართულნი, ფარის ვერძებისა და ნასუქ ხბოთაგან მოზვრების მჭამელნი,+
5 სიმებიანი საკრავის ხმაზე სიმღერებს რომ ქმნიან+ და დავითის მსგავსად საკრავებს რომ იგონებენ,+
6 თასებით რომ სვამენ ღვინოს,+ საუკეთესო ზეთს+ რომ იცხებენ და ავად არ ხდებიან იოსების უბედურების გამო.+
7 ამიტომ, ახლა ისინი გადასახლებაში წავლენ და პირველები იქნებიან გადასახლებულთა შორის,+ შეწყდება გაშხლართულთა ღრეობა.
8 უზენაესმა უფალმა იეჰოვამ საკუთარი სული დაიფიცა,+ — ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. — მძულს იაკობის სიამაყე+ და შევიძულე მისი საცხოვრებელი კოშკები,+ მტერს ჩავუგდებ ხელში ქალაქს და ყველაფერს, რაც მასშია.+
9 ათი კაცი რომ დარჩეს ერთ სახლში, ყველანი დაიხოცებიან.+
10 სათითაოდ გამოიტანს მათ მამამისის ძმა და სათითაოდ დაწვავს, რათა სახლიდან გაიტანოს ძვლები.+ ეტყვის სახლში მყოფს, თუ არისო კიდევ ვინმე შენთან, ის კი მიუგებს, არავინ არისო. მერე ეტყვის: ჩუმად იყავი, რადგან ახლა არ არისო იეჰოვას სახელის ხსენების დრო.+
11 აი, იეჰოვა ბრძანებს+ და ის ნანგრევებად აქცევს დიდ სახლს და გააცამტვერებს პატარა სახლს.+
12 განა ირბენენ კლდეზე ცხენები ან განა მოახვნევინებენ იქ საქონელს?! შხამიან მცენარედ გიქცევიათ სამართალი+ და აბზინდად — სიმართლის ნაყოფი.
13 თქვენ, ვინც არარსებულით ხარობთ+ და ამბობთ: განა ჩვენი ძალით არ ავიმაღლეთო რქები?!+
14 ისრაელის სახლო, აი, შენ წინააღმდეგ აღვძრავ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. — ისინი შეგავიწროებენ ხამათის+ შესასვლელიდან არაბას ხევამდე“.