ამოსი 7:1—17

7  აი რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: აი, მან თავი მოუყარა კალიათა გუნდს საგვიანო ნათესის ამოსვლისას. საგვიანო თესვის+ დრო* იყო, უკვე მოთიბული იყო მეფისთვის ბალახი.  როცა მიწის მცენარეები გადაჭამა, ვთქვი: „უზენაესო უფალო იეჰოვა, გევედრები, აპატიე მათ!+ ვიღა წამოდგება იაკობიდან, ის ხომ პატარაა?!“+  დამწუხრდა იეჰოვა+ და თქვა იეჰოვამ, აღარ მოხდებაო ეს.  აი რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ცეცხლით იწვევდა კამათში;+ შთანთქა მან დიდი და ღრმა წყალი და მიწის ნაკვეთი.  ვთქვი: „უზენაესო უფალო იეჰოვა, გევედრები, შეჩერდი!+ ვიღა წამოდგება იაკობიდან, ის ხომ პატარაა?!“+  დამწუხრდა იეჰოვა+ და თქვა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ, ესეც აღარ მოხდებაო.  აი კიდევ რა მახილვინა მან: აი, იეჰოვა იდგა შვეულ კედელზე+ და შვეული ეჭირა ხელში.  მითხრა იეჰოვამ: „რას ხედავ, ამოს?“ მივუგე: შვეულს-მეთქი. მითხრა იეჰოვამ: „აი, შვეულს ჩავუშვებ ჩემს ხალხში, ისრაელში,+ მეტად აღარ ვაპატიებ მათ.+  გაპარტახდება ისაკის მაღლობები+ და განადგურდება+ ისრაელის საწმინდრები,+ მახვილით აღვდგები იერობოამის* სახლის წინააღმდეგ!“+ 10  ბეთელის მღვდელმა,+ ამაციამ, შეუთვალა ისრაელის მეფე იერობოამს:+ „შეთქმულებას გიწყობს ამოსი ისრაელის სახლში.+ ვეღარ აუტანია მიწას მისი სიტყვები,+ 11  რადგან, აი რას ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდებაო იერობოამი, ისრაელი კი გადასახლებაში წავაო თავისი მიწიდან“.+ 12  უთხრა ამაციამ ამოსს: „წინასწარმხილველო,+ წადი, გაიქეცი იუდაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე, 13  ბეთელში კი აღარ იწინასწარმეტყველო,+ რადგან მეფის საწმინდარი+ და სამეფოს სახლია!“ 14  მაშინ მიუგო ამოსმა ამაციას: «მე არც წინასწარმეტყველი ვყოფილვარ და არც წინასწარმეტყველის ვაჟი,+ მწყემსი ვიყავი+ და სიკომოროს ლეღვის მომყვანი. 15  იეჰოვამ დამანებებინა თავი ფარისთვის და მითხრა იეჰოვამ: წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს, ისრაელს.+ 16  ახლა კი ისმინე იეჰოვას სიტყვა: შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველოო ისრაელზე+ და სიტყვა არ დაგცდესო+ ისაკის სახლის წინააღმდეგ?! 17  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „შენი ცოლი გამეძავდება ქალაქში,+ შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან, შენი მიწა ლარით განაწილდება, თავად შენ უწმინდურ მიწაზე მოკვდები,+ ხოლო ისრაელს გადაასახლებენ თავისი მიწიდან“».+

სქოლიოები

საგვიანო თესვის დრო იყო იანვარ-თებერვალში.
ანუ იერობოამ II, იოაშის (იეჰოაშის) ვაჟი. იხილეთ 1:1.