ამოსი 8:1—14

8  აი რა მახილვინა უზენაესმა უფალმა იეჰოვამ: აი, ზაფხულის ხილით* სავსე კალათა.+  მან მკითხა: „რას ხედავ,+ ამოს?“ მივუგე: „ზაფხულის ხილით სავსე კალათას“.+ იეჰოვამ მითხრა: „მოაწია ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა,+ მეტად აღარ ვაპატიებ მათ.+  ტაძრის სიმღერები მოთქმად იქცევა იმ დღეს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — უამრავი გვამი იქნება,+ ყველგან გადაყრიან მათ. ჩუმად!  ისმინეთ ეს, თქვენ, ვინც ღარიბს პირს სტაცებთ+ დედამიწის თვინიერთა მოსასპობად,+  და ამბობთ: როდის ჩაივლის ახალმთვარობა,+ რომ პურეული გავყიდოთ,+ როდის ჩაივლის შაბათი,+ რომ მარცვლეული გამოვიტანოთ გასაყიდად, რომ შევამციროთო ეფის საწყაო,+ მოვუმატოთ შეკელის საწონს და გავაყალბოთო მატყუარა სასწორი,+  რომ ვერცხლით ვიყიდოთ უბრალო ხალხი, ღარიბი — წყვილი სანდლის ფასად, და უვარგისი მარცვალი გავყიდოთო.+  იეჰოვამ იაკობის დიდება დაიფიცა:+ არასდროს დავივიწყებო მათ საქმეებს.+  განა ამის გამო არ შეირყევაო მიწა+ და არ იგლოვებსო+ ყველა, ვინც მასზე მკვიდრობს?! განა ის მთლიანად არ ადიდდებაო ნილოსივით, არ აღელდება და არ დაწყნარდება ეგვიპტის ნილოსივით?!+  იმ დღეს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შუადღისას ჩავიყვან მზეს+ და ნათელ დღეს დავუბნელებ მიწას. 10  დღესასწაულებს გოდებად გადაგიქცევთ+ და სიმღერებს — სამგლოვიარო სიმღერებად; ყველას ჯვალოს შემოვახვევ წელზე და ყველა თავს გავაქაჩლებ.+ ისეთ დღეს მოვაწევ, თითქოს ერთადერთ ვაჟს+ გლოვობენო, მწარე დღე იქნება მისი ბოლო. 11  აი, დადგება დრო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა შიმშილს მოვუვლენ მიწას, შიმშილს, მაგრამ არა პურისას, წყურვილს, მაგრამ არა წყლისას, არამედ იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილს.+ 12  იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე, ჩრდილოეთიდან მზის ამოსავლამდე. ყველგან ივლიან იეჰოვას სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ იპოვიან მას.+ 13  იმ დღეს წყურვილისგან გული წაუვათ ლამაზ ქალწულებს და ჭაბუკებს,+ 14  რომლებიც სამარიის დანაშაულს ფიცულობენ+ და ამბობენ: ცოცხალიაო შენი ღმერთი, დან,+ და ცოცხალიაო ბეერ-შებას+ გზა! დაეცემიან ისინი და ვეღარ ადგებიან“.+

სქოლიოები

იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.