ანგია 1:1—15

1  დარიოსის მეფობის+ მეორე წლის მეექვსე თვეს, თვის პირველ დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იუდას გამგებელ+ ზერუბაბელს,+ შეალთიელის+ ვაჟს, და მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის+ ვაჟს:  «აი რას ამბობს ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა:+ „ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო იეჰოვას სახლის შენების დრო“».+  კვლავ გაცხადდა იეჰოვას სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას პირით:  «განა იმის დროა, რომ მოპირკეთებულ სახლებში ცხოვრობდეთ,+ ეს სახლი კი მიგდებული გქონდეთ?!+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს.+  ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით;+ ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით;+ სვამთ, მაგრამ ვერ თვრებით; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით. გახვრეტილი ქისისთვის შრომობს მოჯამაგირე“».+  «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს.+  ადით მთაზე, ჩამოიტანეთ ხე-ტყე+ და ააშენეთ ჩემი მოსაწონი+ სახლი+ ჩემ განსადიდებლად,+ — ამბობს იეჰოვა.  ბევრს ელოდით, მაგრამ ცოტა მიიღეთ;+ სახლში შეიტანეთ, მაგრამ მე გაგინიავეთ.+ რატომ?+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი თქვენ-თქვენს სახლებზე ზრუნავთ.+ 10  ამიტომაც დაგიკავათ ცამ ნამი და მიწამ — მოსავალი.+ 11  გვალვას ვუვლენდი მიწას, მთებს, მარცვლეულს, ახალ ღვინოს,+ ზეთს, მიწის მოსავალს, კაცსა და პირუტყვს, მთელ ნაშრომს“».+ 12  ზერუბაბელმა,+ შეალთიელის ვაჟმა, მღვდელმთავარმა იეჰოშუამ, იეჰოცადაკის+ ვაჟმა, და მთელმა დარჩენილმა ხალხმა მოუსმინეს თავიანთი ღვთის, იეჰოვას ხმას+ და ანგია+ წინასწარმეტყველის სიტყვებს, რადგან იეჰოვას, მათი ღვთის გამოგზავნილი იყო იგი, და შეეშინდა ხალხს იეჰოვასი.+ 13  იეჰოვას მაცნე ანგიამ+ უთხრა ხალხს ის, რაც იეჰოვასგან ჰქონდა დავალებული,+ როგორც მაცნეს: „თქვენთანა ვარ!+ — ამბობს იეჰოვა“. 14  აღუძრა სული+ იეჰოვამ იუდას გამგებელ ზერუბაბელს, შეალთიელის ვაჟს, მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის ვაჟს, და მთელ დარჩენილ ხალხს; შევიდნენ და იეჰოვას, ლაშქართა ღვთის, თავიანთი ღვთის სახლში დაიწყეს მუშაობა.+ 15  ეს იყო დარიოსის+ მეფობის მეორე წლის მეექვსე თვეს, თვის ოცდამეოთხე დღეს.

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.