ანგია 2:1—23

2  მეშვიდე+ თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველის პირით გაცხადდა იეჰოვას სიტყვა:  «უთხარი იუდას გამგებელ+ ზერუბაბელს,+ შეალთიელის+ ვაჟს, მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის+ ვაჟს, და მთელ დარჩენილ ხალხს:  „დარჩა ვინმე თქვენ შორის ისეთი, ვისაც ნანახი აქვს ამ სახლის უწინდელი დიდება?+ რას ხედავთ ახლა? განა ის უწინდელთან შედარებით არარაობად არ იქცა თქვენს თვალში?!+  ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ, — ამბობს იეჰოვა, — გამაგრდი,+ მღვდელმთავარო იეჰოშუა, იეჰოცადაკის ვაჟო! გამაგრდით, ამ მიწის ხალხო, — ამბობს იეჰოვა, — და იშრომეთ!+ მე თქვენთანა ვარ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —  გაიხსენეთ შეთანხმება, რომელიც დაგიდეთ, როცა ეგვიპტიდან გამოხვედით,+ როცა ჩემი სული+ თქვენ შორის იყო, ნუ შეგეშინდებათ“.+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც+ და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს;+  შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე;+ დიდებით ავავსებ ამ სახლს,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.  პირველ სახლზე დიდი იქნება ამ სახლის დიდება,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. მშვიდობას მოვაფენ ამ ადგილზე“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა». 10  დარიოსის მეფობის მეორე წელს, მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, ანგია+ წინასწარმეტყველს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა: 11  «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჰკითხე მღვდლებს კანონზე,+ 12  თუ კაცს ტანსაცმლის კალთით მიაქვს წმინდა ხორცი და კალთით შეეხება პურს, შეჭამანდს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს, განიწმინდება რომელიმე მათგანი?“»+ მღვდლებმა მიუგეს: „არა!“ 13  ჰკითხა მათ ანგიამ: „თუ აქედან რაიმეს შეეხება მიცვალებულთან* შეხებით გაუწმინდურებული კაცი, გაუწმინდურდება ის, რასაც შეეხება?“+ მღვდლებმა მიუგეს: „გაუწმინდურდება“. 14  ანგიამ უთხრა მათ: „ასეთია ეს ხალხი, ასეთია ეს ერი ჩემთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — ასეთია მთელი მათი ნაშრომი და ყველაფერი, რაც იქ მიაქვთ. ყველაფერი უწმინდურია.+ 15  ამ დღიდან მოყოლებული გულით+ დაუკვირდით იმას, რა ხდებოდა ადრე, სანამ იეჰოვას ტაძარში ქვა ქვაზე დაიდებოდა,+ 16  იმ დროს ოციან გროვასთან მიდიოდნენ, იქ კი ათიანი ხვდებოდათ; მიდიოდნენ საწნახელთან, რომ იქიდან ორმოცდაათი საწყაო ამოეხაპათ, იქ კი ოცი ხვდებოდათ.+ 17  ხორშაკი,+ ჭრაქი+ და სეტყვა+ მოგივლინეთ თქვენ და მთელ თქვენს ნაშრომს,+ მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მობრუნებულა ჩემკენ,+ — ამბობს იეჰოვა. 18  იმ დღიდან მოყოლებული+ — მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, როცა საძირკველი ჩაეყარა იეჰოვას ტაძარს+ — გულით დაუკვირდით: 19  განა არის კიდევ თესლი ბეღელში?!+ გამოიღო ნაყოფი ვაზმა, ლეღვმა, ბროწეულმა ან ზეთისხილმა? დღეიდან კი გაკურთხებთ“».+ 20  მეორედ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა ანგიას+ იმ თვის ოცდამეოთხე დღეს:+ 21  «უთხარი იუდას გამგებელ ზერუბაბელს:+ „შევძრავ ცასა და მიწას.+ 22  დავამხობ სამეფო ტახტებს და მოვსპობ ხალხთა სამეფოების ძლიერებას,+ გადავაყირავებ ეტლს მხედრებითურთ, ცხენებიც დაეცემიან მხედრებიანად+ — ყველა თავისი ძმის მახვილით დაეცემა.+ 23  იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — აგიყვან, ზერუბაბელ,+ შეალთიელის+ ვაჟო, ჩემო მსახურო, — ამბობს იეჰოვა, — და საბეჭდავ ბეჭდად+ გაქცევ, რადგან შენა ხარ ჩემი რჩეული“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა».+

სქოლიოები

ანუ მკვდარ სულთან. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.