გალატელები 1:1—24

1  პავლე+ — მოციქული+ არც ადამიანთაგან და არც ადამიანის მიერ დანიშნული, არამედ იესო ქრისტესა+ და ღვთის, მამის+ მიერ, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი+  და ჩემთან ერთად ყველა ძმა+ გალატიის კრებებს:+  წყალობა და მშვიდობა+ თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.  მან თავი გასწირა ჩვენი ცოდვებისთვის,+ რათა დავეხსენით ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერებისგან*,+ როგორც ინება+ ჩვენმა ღმერთმა და მამამ.  დიდება მას სამარადისოდ.+ ამინ.  მაოცებს, ასე სწრაფად რომ შორდებით მას,+ ვინც ქრისტეს მიერ გამოვლენილი წყალობით+ მოგიწოდათ, და გადადიხართ სხვა სასიხარულო ცნობაზე,+  თუმცა ის სხვა არ არის, ოღონდ არიან ზოგიერთები, რომლებსაც არეულობა შემოაქვთ+ თქვენში და ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის დამახინჯება უნდათ,+  მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყოს.+  ვთქვით და კვლავაც ვამბობ: ვინც გაუწყებთ სასიხარულო ცნობას, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც მიიღეთ,+ დაწყევლილი იყოს. 10  ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ ახლა თუ ღვთისას? თუ იმას ვცდილობ, ადამიანებს ვასიამოვნო?+ ისევ ადამიანებს რომ ვასიამოვნებდე,+ ქრისტეს მონა არ ვიქნებოდი.+ 11  გაუწყებთ, ძმებო, რომ სასიხარულო ცნობა, რომელსაც მე ვახარებდი, ადამიანური არ არის,+ 12  რადგან ადამიანისგან კი არ მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტემ გამომიცხადა.+ 13  თქვენ, რა თქმა უნდა, გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ადრე იუდეველობაში+ — სასტიკად ვდევნიდი+ და ვარბევდი ღვთის კრებას,+ 14  ჩემს ტომში ბევრ ჩემს თანატოლზე მეტად მივიწევდი წინ იუდეველობაში,+ რადგან მამების ადათ-წესების+ უფრო დიდი მოშურნე+ ვიყავი. 15  მაგრამ, როდესაც ღმერთმა, რომელმაც ქვეყნიერებაზე მომავლინა და თავისი წყალობით+ მომიწოდა,+ მოისურვა, 16  ჩემი მეშვეობით გამოეცხადებინა თავისი ძე,+ რათა მის შესახებ სასიხარულო ცნობა უცხოტომელებისთვის მეუწყებინა,+ მაშინვე არ მოვთათბირებივარ ხორცსა და სისხლს,+ 17  არც იერუსალიმში ავსულვარ მათთან, რომლებიც უკვე ჩემამდე იყვნენ მოციქულები,+ არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დამასკოში+ დავბრუნდი. 18  სამი წლის შემდეგ ავედი იერუსალიმში+ კეფას+ სანახავად და თხუთმეტი დღე დავრჩი მასთან. 19  მოციქულთაგან მარტო უფლის ძმა+ იაკობი+ ვნახე. 20  რასაც გწერთ, ღვთის წინაშე ვამბობ, არ ვცრუობ.+ 21  ამის შემდეგ სირიისა და კილიკიის მხარეებში წავედი,+ 22  მაგრამ იუდეის კრებები, რომლებიც ქრისტესთან ერთობაში იყვნენ, პირადად არ მიცნობდნენ;+ 23  მათ მხოლოდ ეს ესმოდათ: „კაცი, რომელიც წინათ გვდევნიდა,+ ახლა სასიხარულო ცნობას აუწყებს იმ რწმენის შესახებ, რომლის აღმოფხვრასაც წინათ ცდილობდა“.+ 24  და ადიდებდნენ+ ღმერთს ჩემ გამო.

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.