გალატელები 2:1—21

2  თოთხმეტი წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში+ ბარნაბასთან+ ერთად და ტიტეც თან წავიყვანე.  იქ იმიტომ ავედი, რომ გამოცხადება+ მივიღე. მოვახსენე+ მათ ის სასიხარულო ცნობა, რომელსაც უცხოტომელებში ვქადაგებ, მაგრამ გამოჩენილ კაცებს ცალკე მოვახსენე, რომ ისე არ გამოსულიყო, თითქოს ტყუილად დავრბოდი+ ან მირბენია.+  ჩემთან მყოფი ტიტეც+ კი, თუმცა ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა,+  ხოლო ცრუძმებს+ (ისინი მალულად შემოიპარნენ,+ რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისთვის,+ რომელიც ქრისტე იესოში გვაქვს, რათა დავემონებინეთ)+  არ დავუთმეთ და ცოტა ხნითაც კი არ დავემორჩილეთ,+ რათა სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება+ თქვენთან დარჩენილიყო.  რაც შეეხება მათ, ვინც რამედ+ ჩანდნენ — ჩემთვის სულ ერთია, როგორები იყვნენ ადრე,+ რადგან ღმერთი ადამიანს გარეგნობის მიხედვით+ არ განსჯის — ჩემთვის ამ გამოჩენილ კაცებს ახალი არაფერი გადმოუციათ.  ამის ნაცვლად, როცა დაინახეს, რომ მონდობილი მქონდა+ სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელებისთვის,+ როგორც პეტრეს წინადაცვეთილებისთვის,+  რადგან მან, ვინც პეტრეს მისცა საჭირო ძალა წინადაცვეთილებთან მოციქულობისთვის, მეც მომცა ძალა+ უცხოტომელებთან მოციქულობისთვის,  და იმის შეტყობისას, რომ ჩემდამი წყალობა+ იყო გამოვლენილი,+ იაკობმა,+ კეფამ და იოანემ, რომლებიც ბურჯებად+ ითვლებოდნენ, მე და ბარნაბას+ თანამშრომლობის ნიშნად მარჯვენა გამოგვიწოდეს,+ რათა ჩვენ უცხოტომელებთან წავსულიყავით, ისინი კი — წინადაცვეთილებთან. 10  ოღონდ უნდა გვახსოვდეს ღარიბები.+ ამას მეც გულმოდგინედ ვცდილობ დღემდე.+ 11  მაგრამ როცა კეფა+ ანტიოქიაში+ მოვიდა, მე მას პირისპირ შევეწინააღმდეგე, რადგან გასაკიცხი+ იყო. 12  სანამ იაკობისგან+ მოვიდოდნენ ზოგიერთები, ის უცხოტომელებთან ერთად ჭამდა.+ მათი მოსვლის შემდეგ კი დაიწყო მათგან ჩამოშორება და განცალკევება წინადაცვეთილთა+ შიშით.+ 13  ამ თვალთმაქცობაში+ მას დანარჩენი იუდეველებიც შეუერთდნენ და ბარნაბაც+ კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ. 14  როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებოდნენ სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებას,+ ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას:+ „თუ შენ, იუდეველი, უცხოტომელივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, როგორღა აძალებ უცხოტომელებს, იუდეველებივით იცხოვრონ?“+ 15  ჩვენ, ვინც იუდეველებად დავიბადეთ+ და არა ცოდვილ+ უცხოტომელებად — 16  რადგან ვიცით, რომ ადამიანი კანონით დადგენილი საქმეებით კი არ არის აღიარებული მართლად,+ არამედ მხოლოდ ქრისტე იესოსადმი რწმენით+ — ვირწმუნეთ ქრისტე იესო, რათა ქრისტესადმი რწმენით ვიყოთ აღიარებულნი მართლებად+ და არა კანონით დადგენილი საქმეებით, ვინაიდან კანონით დადგენილი საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ იქნება აღიარებული მართლად.+ 17  მაგრამ, თუ ჩვენ ქრისტეს მეშვეობით+ ვცდილობთ, ვიყოთ აღიარებულნი მართლებად და ცოდვილები აღმოვჩნდით,+ ნუთუ ქრისტე ცოდვის მსახურია?+ არავითარ შემთხვევაში! 18  თუ კვლავ იმას ვაშენებ, რაც ერთხელ დავანგრიე,+ დამნაშავე გამოვდივარ.+ 19  მე კი კანონით მოვკვდი კანონისთვის,+ რათა ღვთისთვის გავცოცხლებულიყავი.+ 20  მე ქრისტესთან ერთად ვარ ბოძზე გაკრული+ და მე კი აღარ ვცოცხლობ,+ არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში.+ ახლა ხორციელად რომ ვცოცხლობ,+ ღვთის ძისადმი რწმენით ვცოცხლობ, რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის.+ 21  არ უკუვაგდებ ღვთის წყალობას,+ რადგან თუ სიმართლე კანონის მეშვეობით არის,+ მაშინ ქრისტე ტყუილუბრალოდ მომკვდარა.+

სქოლიოები