გალატელები 3:1—29
3 ოჰ, უგუნურო გალატელებო, ვინ მოახდინა ცუდი ზეგავლენა+ თქვენზე, რომელთათვისაც ნათლად იყო აღწერილი ბოძზე გაკრული იესო ქრისტე?+
2 მხოლოდ ეს მინდა გავიგო თქვენგან: კანონით დადგენილი საქმეების+ წყალობით მიიღეთ სული+ თუ რწმენით მოსმენის+ წყალობით?
3 ნუთუ ასეთი უგუნურები ხართ? სულით დაიწყეთ+ და ხორცით ამთავრებთ?+
4 ტყუილუბრალოდ გამოიარეთ ამდენი ტანჯვა?+ იქნებ მართლაც ტყუილუბრალოდ გამოიარეთ.
5 ის, ვინც სულს გაძლევთ+ და სასწაულებს ახდენს+ თქვენ შორის, კანონით დადგენილი საქმეების წყალობით აკეთებს ამას თუ რწმენით მოსმენის წყალობით?
6 ისევე, როგორც აბრაამმა „ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+
7 თქვენ, რასაკვირველია, იცით, რომ ყველა, ვინც რწმენას+ არის ჩაჭიდებული, აბრაამის ძეა.+
8 წმინდა წერილმა, როცა განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენის საფუძველზე მართლებად აღიარებდა უცხოტომელებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „შენით იკურთხება ყველა ერი“.+
9 მაშასადამე, ვინც რწმენას არის ჩაჭიდებული, კურთხეულია+ ერთგული აბრაამის მსგავსად.+
10 ყველა, ვინც კანონით დადგენილ საქმეებზეა დანდობილი, წყევლის ქვეშ არის, ვინაიდან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი, ვინც არ ასრულებს ყველაფერს, რაც კანონის გრაგნილშია ჩაწერილი შესასრულებლად“.+
11 გარდა ამისა, ცხადია, რომ კანონით არავინ არის აღიარებული მართლად+ ღვთის წინაშე, რადგან „მართალი რწმენით იცოცხლებს“.+
12 კანონს კი რწმენასთან არა აქვს კავშირი, არამედ „ის, ვინც იცავს მათ, იცოცხლებს“.+
13 ქრისტემ გამოსასყიდით+ გაგვათავისუფლა+ კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი+ ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“.+
14 მიზანი ის იყო, რომ აბრაამის კურთხევა ხალხებს იესო ქრისტეს მეშვეობით მიეღოთ,+ რათა ჩვენ დაპირებული სული+ ჩვენი რწმენით+ მიგვეღო.
15 ძმებო, ცხოვრებისეულ მაგალითს მოგიყვანთ: ადამიანის მიერ დამტკიცებულ შეთანხმებასაც კი არავინ უგულებელყოფს და არავინ არაფერს ამატებს.+
16 დაპირებები აბრაამსა+ და მის შთამომავალს*+ მიეცა. არ თქმულა: „შთამომავლებს“, როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე+ — „შენს შთამომავალს“,+ რომელიც არის ქრისტე.+
17 ამასაც ვიტყვი: რაც შეეხება ღვთის მიერ ადრე დამტკიცებულ შეთანხმებას,+ ოთხას ოცდაათი წლის+ შემდეგ დადგენილი კანონი ვერ უკარგავს მას ძალას, რომ დანაპირები გააუქმოს.+
18 თუკი კანონით არის მემკვიდრეობა, აღარ ყოფილა დანაპირებით,+ თუმცა ღმერთმა დანაპირების მეშვეობით უბოძა ის აბრაამს.+
19 მაშ, რიღასთვის არის კანონი? ის იმისთვის იქნა დამატებული, რომ ცხადი გაეხადა დარღვევები,+ სანამ მოვიდოდა შთამომავალი,+ რომელსაც მიეცა დაპირება. ის ანგელოზების მეშვეობით,+ შუამავლის ხელით იქნა გადმოცემული.+
20 ერთის შუამავალი არ არსებობს, ღმერთი კი მხოლოდ ერთია.+
21 მაშ, კანონი ღვთის დაპირებებს ეწინააღმდეგება?+ არავითარ შემთხვევაში! კანონს სიცოცხლის მონიჭება რომ შესძლებოდა,+ სიმართლე მართლა კანონის მეშვეობით იქნებოდა.+
22 წმინდა წერილმა+ კი ყოველივე ცოდვის ქვეშ მოამწყვდია,+ რათა იესო ქრისტესადმი რწმენიდან გამომდინარე დანაპირები მისცემოდა მათ, ვინც ირწმუნებდა.+
23 რწმენის მოსვლამდე+ კანონის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით+ მომწყვდეული და ველოდით რწმენას, რომელიც უნდა გამჟღავნებულიყო.+
24 მაშასადამე, კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი+ ჩვენი აღმზრდელი, რათა რწმენით ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად.+
25 ახლა კი, როცა რწმენა უკვე მოვიდა,+ აღარა ვართ აღმზრდელზე დამოკიდებულნი.+
26 თქვენ ყველა ღვთის ძეები+ ხართ ქრისტე იესოსადმი რწმენის მეშვეობით,
27 რადგან ყველა, ვინც ქრისტეში მოინათლეთ,+ ქრისტეთი ხართ შემოსილი.+
28 არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი,+ არც მონა და არც თავისუფალი,+ არც კაცი და არც ქალი,+ რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში.+
29 და თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები+ ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები.+