გალატელები 5:1—26

5  ქრისტემ ასეთი თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა.+ ამიტომ მყარად იდექით+ და ნუღარ მოექცევით მონობის უღელქვეშ.+  მე, პავლე, გეუბნებით, რომ თუ წინადაიცვეთთ,+ არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.  გარდა ამისა, კვლავ ვმოწმობ ყოველი მამაკაცისთვის, რომელიც წინადაიცვეთს, რომ ის ვალდებულია მთელი კანონი შეასრულოს.+  თქვენ, ვინც კი ცდილობთ, კანონით იყოთ მართლებად აღიარებულნი,+ ჩამოშორებულნი ხართ ქრისტეს და მოწყვეტილნი ხართ მის წყალობას.+  ჩვენ კი სულით ველით ნანატრ სიმართლეს, რაც რწმენით მიიღწევა,+  რადგან ქრისტე იესოში არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთელობას,+ არამედ რწმენას,+ რომელიც სიყვარულით ვლინდება.+  კარგად მირბოდით.+ ვინ შეგიშალათ ხელი, რომ კვლავაც დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას?+  ამგვარი დარწმუნება იმისგან არ არის, ვინც მოგიწოდათ.+  მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.+ 10  დარწმუნებული ვარ,+ რომ თქვენ, ვინც უფალთან ერთობაში+ ხართ, სხვაგვარად არ იფიქრებთ, ხოლო თქვენში არეულობის შემომტანი,+ ვინც უნდა იყოს, დაისჯება.+ 11  რაც შემეხება მე, ძმებო, თუ კვლავინდებურად წინადაცვეთას ვქადაგებ, რატომღა მდევნიან? მაშ, ნამდვილად გაუქმებულა+ წამების ბოძით*+ გამოწვეული დაბრკოლება.+ 12  თქვენში არეულობის შემომტანებს+ კი თუ გინდ თავი დაუსაჭურისებიათ.+ 13  თქვენ თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი,+ ძმებო; ოღონდ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად კი ნუ გამოიყენებთ,+ არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც მონებმა,+ 14  რადგან მთელი კანონი ერთ მცნებაში გამოიხატება:+ „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“,+ 15  მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს,+ ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ ამოწყვიტოთ.+ 16  მე გეუბნებით: იარეთ სულით+ და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს,+ 17  რადგან ხორცს სულის საწინააღმდეგო+ სურს, სულს კი — ხორცის საწინააღმდეგო. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, და ვერ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გინდათ.+ 18  ამასთანავე, თუ სული მიგიძღვით,+ კანონს არ ექვემდებარებით.+ 19  ხორცის საქმეები აშკარაა.+ ეს არის: სიძვა,+ უწმინდურება, თავაშვებულობა,+ 20  კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი,+ მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, 21  შური, გადამეტებული სმა,+ ღრეობა და მსგავსი საქმეები. გაფრთხილებთ, როგორც ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ასე მოქმედნი+ ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ.+ 22  ხოლო სულის ნაყოფია:+ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი,+ რწმენა, 23  რბილი ხასიათი, თავშეკავება.+ არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ.+ 24  მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ბოძზე გააკრეს თავიანთი ხორცი მის ვნებებთან და სურვილებთან ერთად.+ 25  თუ სულით ვცოცხლობთ, შესაბამისად სულითვე ვიაროთ.+ 26  ნუ გავხდებით პატივმოყვარენი, ნუ შევეჯიბრებით+ და შურის თვალით ნუ შევხედავთ ერთმანეთს.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 3გ.