გალატელები 6:1—18
6 ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს+ გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად+ გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ+ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით,+ რათა თავადაც არ ცდუნდეთ.+
2 ატარეთ ერთმანეთის ტვირთი+ და ამით შეასრულეთ ქრისტეს კანონი.+
3 თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, სინამდვილეში კი არაფერს წარმოადგენს,+ თავს იტყუებს.
4 თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს+ და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით.+
5 თითოეული თავის სატარებელს ატარებს.+
6 გარდა ამისა, ყველამ, ვისაც სიტყვიერად ასწავლიან,+ ყველაფერი კარგი გაუზიაროს+ თავის მასწავლებელს.+
7 ნუ შეცდებით,+ ღვთის დაცინვა არ გამოგივათ.+ კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის.+
8 ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის,+ ხოლო ვინც სულისთვის თესავს,+ სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის.+
9 ასე რომ, ნუ მოვიშლით კარგის კეთებას,+ რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით.+
10 მაშ, ვიდრე დრო ხელს გვიწყობს,+ ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია.+
11 ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ საკუთარი ხელით.+
12 ყველა, ვისაც ხორციელად კარგი შთაბეჭდილების მოხდენა სურს, ცდილობს გაიძულოთ, რომ წინადაიცვითოთ,+ ოღონდაც ქრისტე იესოს წამების ბოძისთვის* არ იყვნენ დევნილნი.+
13 წინადაცვეთილები თვითონ არ იცავენ კანონს,+ ის კი უნდათ, რომ თქვენ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით იამაყონ.
14 ნუ მოხდება, რომ მე რაიმეთი ვიამაყო, გარდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წამების ბოძისა,+ ვისი მეშვეობითაც ქვეყნიერება ბოძზეა გაკრული ჩემთვის+ და მე — ქვეყნიერებისთვის.
15 არც წინადაცვეთაა რამე და არც წინადაუცვეთელობა,+ არამედ ახალი ქმნილება.+
16 მშვიდობა და გულმოწყალება მათ, ვინც ამ წესის შესაბამისად ივლის, დიახ, ღვთის ისრაელს.+
17 ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან ჩემს სხეულზე იესოს მონის+ დაღს+ ვატარებ.
18 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობა იყოს, ძმებო, თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან.+ ამინ.
სქოლიოები
^ იხილეთ დანართი 3გ.