გამოსვლა 11:1—10
11 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „კიდევ ერთ უბედურებას დავატეხ ფარაონსა და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ იგი აქედან.+ მაშინ ყველას გაგიშვებთ მთელი თქვენი ავლადიდებით, საერთოდ გაგყრით აქედან.+
2 უთხარი ხალხს, რომ ყოველი ახლობელი კაცისგან და ქალისგან ითხოვონ ვერცხლისა და ოქროს ნივთები“.+
3 იეჰოვამ წყალობა აპოვნინა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში.+ მოსეც დიდად განდიდებული კაცი იყო ეგვიპტის მიწაზე, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.+
4 მოსემ თქვა: «ასე ამბობს იეჰოვა: „შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში+
5 და მოკვდება ყოველი პირმშო+ ეგვიპტის მიწაზე, ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოც, ხელსაფქვავთან მომუშავე მოახლის პირმშოც და ცხოველის პირველმოგებულიც.+
6 იქნება დიდი მოთქმა მთელი ეგვიპტის მიწაზე, რომლის მსგავსიც არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს გამეორდება.+
7 ისრაელის ძეებს ძაღლიც კი არ დაუყეფს, არც კაცსა და არც ცხოველს,+ რათა იცოდეთ, რომ იეჰოვას შეუძლია, გამიჯნოს ისრაელის ძეები ეგვიპტელებისგან“.+
8 ჩემთან მოვლენ შენი მსახურები, დაემხობიან ჩემ წინაშე+ და იტყვიან: „წადით შენც და მთელი შენი ხალხიც, ვინც შენს კვალს მოჰყვება“. ამის შემდეგ წავალ». განრისხებული გავიდა იგი ფარაონისგან.
9 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „არ მოგისმენთ ფარაონი,+ რათა იმრავლოს ჩემმა სასწაულებმა ეგვიპტის მიწაზე“.+
10 მოახდინეს მოსემ და აარონმა ყველა ეს სასწაული ფარაონის წინაშე,+ მაგრამ იეჰოვა უშვებდა, რომ გაჯიუტებოდა გული ფარაონს; და არ გაუშვა მან ისრაელის ძეები თავისი მიწიდან.+