გამოსვლა 13:1—22

13  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  „წმინდა ჰყავით ჩემთვის ისრაელის ძეთაგან საშვილოსნოს გამღები ყოველი მამრი, კაცისაც და ცხოველისაც; ჩემია ისინი“.+  უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან,+ მონობის სახლიდან, რადგან იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგიყვანათ იქიდან;+ ამიტომ საფუვრიანი არაფერი ჭამოთ.+  დღეს გამოდიხართ, აბიბის თვეში.+  როცა შეგიყვანთ იეჰოვა ქანაანელების, ხეთელების, ამორეველების, ხიველებისა და იებუსელების+ მიწაზე, რომლის მიცემაც შენს მამა-პაპას დაუფიცა,+ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ შეასრულეთ ამ თვეში ეს მსახურება.  შვიდ დღეს ჭამეთ უფუარი პური,+ მეშვიდე დღეს იეჰოვას დღესასწაულია.+  შვიდ დღეს ჭამეთ უფუარი პური;+ საფუვრიანი არაფერი იპოვებოდეს თქვენ შორის+ და არც საფუარი იყოს თქვენს საზღვრებში.+  უთხარი შენს ძეს იმ დღეს, ეს იმის ნიშნად, რაც იეჰოვამ გამიკეთა, როცა ეგვიპტიდან გამოვედი-თქო.+  ეს გქონდეს ნიშნად ხელზე და სამახსოვროდ შუბლზე,+ რათა იეჰოვას კანონი გქონდეს ბაგეზე,+ რადგან ძლიერი ხელით გამოგიყვანა იეჰოვამ ეგვიპტიდან.+ 10  დაიცავი ეს წესი დანიშნულ დროს ყოველწლიურად.+ 11  როცა შეგიყვანს იეჰოვა ქანაანელთა მიწაზე,+ როგორც დაგიფიცათ შენ და შენს მამა-პაპას,+ და მოგცემს მას, 12  ყველა საშვილოსნოს გამღები+ და ცხოველის ყველა პირველმოგებული,+ რომელიც შენია, იეჰოვას მიუძღვენი. მამრი იეჰოვასია.+ 13  გამოისყიდე ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე.+ გამოისყიდე ყოველი პირმშო შენს ძეთაგან.+ 14  თუ გკითხავს შენი ვაჟი, ეს რას ნიშნავსო,+ უთხარი: იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან,+ მონობის სახლიდან.+ 15  ფარაონი სიჯიუტეს ავლენდა და არ გვიშვებდა,+ იეჰოვამ კი დახოცა ყოველი პირმშო ეგვიპტის მიწაზე,+ კაცისაც და ცხოველისაც.+ ამიტომ ვწირავ იეჰოვას ყველა მამრს, რომელიც საშვილოსნოს აღებს,+ და გამოვისყიდი ყველა პირმშოს ჩემს ძეთაგან.+ 16  ეს გქონდეს ნიშნად ხელზე და შუბლზე,+ რადგან იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგიყვანა ეგვიპტიდან“.+ 17  როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, ღმერთმა არ წაიყვანა ისინი ფილისტიმელთა მიწის გავლით, თუმცა ახლოს იყო ის, რადგან თქვა: „სინანულმა არ შეიპყროს ხალხი, ომს რომ დაინახავენ, და არ დაბრუნდნენ ეგვიპტეში“.+ 18  ამიტომ ღმერთმა ხალხს წითელი ზღვის+ უდაბნო შემოატარა. რაზმებად* გამოვიდნენ ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან.+ 19  თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ასე ჰქონდა დაფიცებული მას ისრაელის ძეებისთვის: „ღმერთი უეჭველად მოგხედავთ+ და წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან“.+ 20  დაიძრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში, უდაბნოს პირას.+ 21  დღისით გზაზე ღრუბლის სვეტში მიუძღოდა+ მათ იეჰოვა, ღამით კი — ცეცხლის სვეტში, რომ გაენათებინა მათთვის სავალი დღისითაც და ღამითაც.+ 22  არ სცილდებოდა ხალხს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით — ცეცხლის სვეტი.+

სქოლიოები

შესაძლოა გამოვიდნენ ხუთ ნაწილად დაყოფილი ჯარივით: მოწინავე რაზმი, ზურგის რაზმი, მთავარი ძალები და ორი ფლანგი.