გამოსვლა 14:1—31

14  ელაპარაკა იეჰოვა მოსეს:  «უთხარი ისრაელის ძეებს, რომ მობრუნდნენ და დაბანაკდნენ ფი-ჰახიროთთან მიგდოლსა და ზღვას შორის, საიდანაც ბაალ-ცეფონი მოჩანს;+ იქ დაბანაკდით ზღვასთან.  ფარაონი იტყვის ისრაელის ძეებზე: „დაბნეულები დახეტიალებენ იმ მიწაზე. უდაბნომ მოიმწყვდია“.+  დავუშვებ, რომ გაუჯიუტდეს ფარაონს გული+ და დაედევნება მათ, მე კი დავამარცხებ ფარაონსა და მთელ მის ჯარს და დიდებას მოვიხვეჭ;+ და გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა».+ ასეც მოიქცნენ ისინი.  შეატყობინეს ეგვიპტის მეფეს, რომ ხალხი გაიქცა. მაშინვე შეიცვალა იმ ხალხისადმი ფარაონისა და მის მსახურთა გულის განწყობილება+ და თქვეს: „ეს რა გავაკეთეთ?! როგორ გავათავისუფლეთ ისრაელი მონობიდან?!“+  გაამზადა მან საომარი ეტლები, წაიყვანა თავისი ხალხი,+  ექვსასი რჩეული ეტლი,+ ეგვიპტის დანარჩენი ეტლებიც და დასხა თითოეულზე მეომრები.  დაუშვა იეჰოვამ, რომ გაჯიუტებოდა გული+ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელის ძეებს, როცა ისინი ხელაღმართულნი გადიოდნენ.+  დაედევნენ მათ ეგვიპტელები; ეწეოდნენ მათ ფარაონის ეტლები, მისი მხედრები+ და ჯარი, როცა ისინი ზღვასთან ბანაკდებოდნენ, ფი-ჰახიროთთან, საიდანაც ბაალ-ცეფონი მოჩანს.+ 10  როცა მიუახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელის ძეებმა და დაინახეს, რომ მისდევდნენ ეგვიპტელები. შეეშინდათ ისრაელის ძეებს და შეღაღადეს იეჰოვას.+ 11  უთხრეს მოსეს: «განა არ იყო ეგვიპტეში დასამარხი ადგილები, უდაბნოში რომ წამოგვიყვანე დასახოცად?!+ ეს რა გაგვიკეთე, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?! 12  განა ეგვიპტეში არ გეუბნებოდით: „თავი დაგვანებე, რომ ვემსახუროთ ეგვიპტელებს?!“ გვირჩევნია, ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ».+ 13  მიუგო მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ.+ მტკიცედ იდექით და იხილავთ იეჰოვასგან ხსნას, რასაც ის დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის.+ ეგვიპტელებს, რომლებსაც დღეს ხედავთ, აღარ დაინახავთ, აღარასოდეს.+ 14  იეჰოვა იბრძოლებს თქვენთვის,+ თქვენ კი მშვიდად იქნებით“. 15  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „რატომ შემომღაღადებ?+ უთხარი ისრაელის ძეებს, რომ აყარონ ბანაკი. 16  აღმართე შენი ჯოხი,+ გაიწოდე ხელი ზღვისკენ და გააპე,+ რომ ისრაელის ძეებმა შუა ზღვაში გაიარონ ხმელეთზე,+ 17  მე კი დავუშვებ, რომ გაუჯიუტდეთ გული+ ეგვიპტელებს და დაგედევნონ, რათა დავამარცხო ფარაონი და მისი ჯარი, მისი საომარი ეტლები და მხედრები, და განვდიდდე.+ 18  გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა დავამარცხებ ფარაონს, მის საომარ ეტლებსა და მხედრებს, და განვდიდდები“.+ 19  ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზმა,+ რომელიც ისრაელის ბანაკს მიუძღოდა, უკან გადაინაცვლა; გადაინაცვლა ღრუბლის სვეტმაც, რომელიც მათ წინ იყო, და უკან დადგა.+ 20  ჩადგა ის ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის.+ აბნელებდა ღრუბელი ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი ღამეს ანათებდა.+ არ მიახლოებიან ისინი ერთმანეთს მთელი ღამე. 21  გაიწოდა მოსემ ხელი ზღვისკენ;+ აღმოსავლეთის ძლიერი ქარით იეჰოვა მთელი ღამე დევნიდა წყალს და ზღვის ფსკერს+ აშრობდა; გაიპო წყალი.+ 22  გაიარეს ისრაელის ძეებმა შუა ზღვაში ხმელეთზე,+ მარჯვნივ და მარცხნივ კედლებად აღმართულ წყლებს შორის.+ 23  დაედევნენ ეგვიპტელები, ფარაონის ცხენები, საომარი ეტლები და მხედრები, და შეჰყვნენ შუა ზღვაში.+ 24  დილის გუშაგობისას გადმოხედა იეჰოვამ ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან+ ეგვიპტელთა ბანაკს და თავგზა აუბნია მათ.+ 25  აძრობდა ბორბლებს მათ ეტლებს და უჭირდათ დევნა;+ ეგვიპტელებმა თქვეს: „გავეცალოთ ისრაელს, რადგან იეჰოვა იბრძვის მათთვის ეგვიპტელთა წინააღმდეგ“.+ 26  ბოლოს უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გაიწოდე ხელი ზღვისკენ,+ რათა თავზე დაემხოთ წყალი ეგვიპტელებს, მათ საომარ ეტლებსა და მხედრებს“. 27  მოსემაც მაშინვე გაიწოდა ხელი ზღვისკენ და დაიწყო ზღვამ გამთენიისას თავის ადგილზე დაბრუნება. გაურბოდნენ ეგვიპტელები წყალს, მაგრამ იეჰოვამ ისინი შუა ზღვაში ჩაყარა.+ 28  ბრუნდებოდა წყალი.+ ბოლოს დაფარა მან ფარაონის ჯარის საომარი ეტლები და მხედრები და ყველა, ვინც მათ შეჰყვა ზღვაში.+ არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.+ 29  ისრაელის ძეებმა კი გაიარეს შუა ზღვაში, ფსკერზე, ხმელეთზე;+ წყალი კედლებად იყო აღმართული მათ მარჯვნივ და მარცხნივ.+ 30  ასე იხსნა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტელთა ხელიდან.+ დაინახა ისრაელმა ზღვის ნაპირზე ეგვიპტელთა გვამები.+ 31  დაინახა ისრაელმა ძლიერი ხელიც, რომელიც იეჰოვამ ეგვიპტელთა წინააღმდეგ აამოქმედა. შეეშინდა ხალხს იეჰოვასი და ირწმუნეს იეჰოვა და მოსე, მისი მსახური.+

სქოლიოები