გამოსვლა 15:1—27

15  მაშინ მოსემ და ისრაელის ძეებმა იეჰოვას ეს სიმღერა უმღერეს:+ „ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დიდად განდიდდა.+ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.+   ჩემი ძლიერება და ჩემი ძლევამოსილებაა იაჰი*,+ რადგან ის არის ჩემი მხსნელი.+ის არის ჩემი ღმერთი და მე ხოტბას შევასხამ მას,+ მამაჩემის ღმერთი,+ და განვადიდებ მას.+   მამაცი მეომარია იეჰოვა.+ იეჰოვაა მისი სახელი.+   ზღვაში ჩაყარა ფარაონის ეტლები და მისი ჯარი,+რჩეული მეომრები წითელ ზღვაში ჩაიძირნენ.+   აზვირთებულმა წყალმა დაფარა ისინი;+ ქვასავით ჩაეშვნენ სიღრმეში.+   იეჰოვა, განთქმულია შენი მარჯვენა,+იეჰოვა, მტერს მუსრავს შენი მარჯვენა.+   შენი უსაზღვრო დიდებით ამხობ მათ, ვინც წინ აღგიდგება;+შენი მრისხანებით ნამჯასავით შთანთქავ მათ.+   წყალი აზვირთდა შენი ნესტოების სუნთქვით;+გაჩერდა კედლად აღმართული ზვირთები;გამყარდა აზვირთებული წყალი შუა ზღვაში.   ამბობდა მტერი, დავედევნები,+ დავეწევიო!+გავყოფ ნაძარცვს+ და აივსება ჩემი სულიო!ვიშიშვლებ მახვილს და მათ ჩემი ხელით გავყრიო!+ 10  შენ დაჰკარი შენი სუნთქვით+ და ზღვამ დაფარა ისინი;+ტყვიასავით ჩაიძირნენ აზვირთებულ წყალში.+ 11  იეჰოვა, ვინ შეგედრება ღმერთებს შორის?!+ვინ შეგედრება ძლიერს სიწმინდეში,+ვისიც უნდა ეშინოდეთ+ და ადიდებდნენ სიმღერებით,+ ვინც სასწაულებს ახდენს?!+ 12  შენ გაიწოდე მარჯვენა+ და მიწამ შთანთქა ისინი.+ 13  სიკეთით* წაუძეხი ხალხს, რომელიც გამოისყიდე;+შენი ძლიერებით მიიყვან მათ შენს სამყოფელში.+ 14  გაიგებს ხალხი+ და შეშფოთდება;+მშობიარობის ტკივილები+ შეიპყრობს ფილისტიმის მკვიდრთ. 15  მაშინ შეძრწუნდებიან ედომის თავკაცები;კანკალი აიტანს მოაბის ძლევამოსილ მმართველებს.+მხნეობას დაკარგავენ ქანაანის მკვიდრნი.+ 16  შიში და ძრწოლა აიტანთ;+შენი მკლავის სიდიადე გააქვავებს მათ,სანამ ჩაივლის შენი ხალხი,+ იეჰოვა,სანამ ჩაივლის+ შენი შექმნილი ხალხი.+ 17  წაიყვან მათ და დაამკვიდრებ შენს მთაზე, შენს საკუთრებაზე,+შენს დასამკვიდრებლად მომზადებულ ადგილზე,+ იეჰოვა,შენი ხელით დაფუძნებულ საწმინდარში,+ იეჰოვა. 18  სამუდამოდ იმეფებს იეჰოვა, მარადიულად.+ 19  ზღვაში რომ შევიდნენ ფარაონის ცხენები,+ მისი საომარი ეტლები და ცხენოსნები,+დააბრუნა ზღვის წყალი იეჰოვამ და თავზე დაამხო მათ,+ისრაელის ძეები კი შუა ზღვაში ხმელეთზე გავიდნენ“.+ 20  წინასწარმეტყველმა მირიამმა, აარონის დამ,+ ხელში დაირა აიღო;+ შეუერთდა მას ყველა ქალი დაირებით ხელში და ცეკვა დაიწყეს.+ 21  მირიამი კაცებს სიმღერით მიუგებდა:+ „უმღერეთ იეჰოვას,+ რადგან დიდად განდიდდა.+ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“.+ 22  წაიყვანა მოსემ ისრაელები წითელი ზღვიდან შურის+ უდაბნოსკენ. სამ დღეს მიდიოდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს წყალი.+ 23  მივიდნენ მარაში,+ მაგრამ ვერ დალიეს მარას წყალი, რადგან მწარე იყო. ამიტომაც დაარქვა მას მარა*.+ 24  დრტვინავდა ხალხი მოსეს წინააღმდეგ:+ „რა დავლიოთ?“ 25  მანაც შეღაღადა იეჰოვას.+ მიიყვანა იეჰოვამ იგი ხესთან; ჩააგდო მან წყალში ხე და გამტკნარდა წყალი.+ იქ დაუდგინა მან წესი და სამართალი და იქ გამოსცადა ისინი.+ 26  მან თქვა: „თუ გულისყურით მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, დაუგდებ ყურს მის მცნებებს და დაიცავ მის წესებს,+ არ შეგყრი არც ერთ სენს, რომლებიც ეგვიპტელებს შევყარე,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, შენი განმკურნებელი“.+ 27  შემდეგ მივიდნენ ისინი ელიმში, სადაც თორმეტი წყარო და სამოცდაათი ხე იყო,+ და იქ დაბანაკდნენ წყალთან.

სქოლიოები

ამ მუხლში იაჰი პირველად მოიხსენიება. ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ნიშნავს სიმწარეს.