გამოსვლა 17:1—16

17  დაიძრა ისრაელის ძეების მთელი კრებული სინის უდაბნოდან+ და იეჰოვას მითითებისამებრ,+ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა. დაბანაკდნენ ისინი რეფიდიმში,+ მაგრამ არ იყო იქ წყალი, რომ ხალხს დაელია.  ედავებოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა:+ „მოგვეცი წყალი, რომ დავლიოთ“. მოსემ მიუგო მათ: „რატომ მედავებით? რატომ სცდით იეჰოვას?“+  სწყუროდა ხალხს წყალი; დრტვინავდნენ ისინი მოსეს წინააღმდეგ და ეუბნებოდნენ: „იმიტომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, რომ ჩვენ, ჩვენი ვაჟები და ჩვენი ცხვარ-ძროხა წყურვილით დაგვხოცო?“+  ბოლოს შეღაღადა მოსემ იეჰოვას და უთხრა: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ!“+  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ,+ წაიყვანე ისრაელის რამდენიმე უხუცესი და წაიღე შენი ჯოხიც, რომლითაც მდინარე ნილოსს დაჰკარი.+ აიღე ის ხელში და წადი.  აი იქ, შენ წინ, ხორების* კლდეზე ვდგავარ. დაჰკარი კლდეს, წყალი წამოვა და დალევს ხალხი“.+ ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ.  უწოდა იმ ადგილს მასა*+ და მერიბა*,+ რადგან დავობდნენ ისრაელის ძეები და სცდიდნენ იეჰოვას,+ როცა ამბობდნენ: „არის თუ არა ჩვენ შორის იეჰოვა?!“+  დაუწყეს ბრძოლა ამალეკელებმა+ ისრაელს რეფიდიმში.+  უთხრა მოსემ იესო ნავეს ძეს:+ „ამოარჩიე კაცები და წადი,+ შეებრძოლე ამალეკელებს. ხვალ გორაზე ვიდგები და ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი მეჭირება“.+ 10  სწორედ ისე მოიქცა იესო ნავეს ძე, როგორც მოსემ უთხრა,+ რათა შებრძოლებოდა ამალეკელებს. მოსე, აარონი და ხური+ კი გორაზე ავიდნენ. 11  როგორც კი ასწევდა მოსე ხელს, ისრაელები იმარჯვებდნენ,+ მაგრამ როგორც კი დაუშვებდა ხელს, ამალეკელები იმარჯვებდნენ. 12  ხელები რომ დაუმძიმდა მოსეს, აიღეს მათ ქვა, დადეს და ზედ დაჯდა იგი. აარონსა და ხურს კი მისი ხელები ეჭირათ, ერთს — ერთი მხრიდან, მეორეს — მეორე მხრიდან. აწვდილი ჰქონდა მას ხელები მზის ჩასვლამდე. 13  მახვილით დაამარცხა+ იესო ნავეს ძემ ამალეკი და მისი ხალხი. 14  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩაწერე ეს წიგნში სამახსოვროდ+ და ჩააგონე იესო ნავეს ძეს, რომ აღვგვი ამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან“.+ 15  ააგო მოსემ სამსხვერპლო, უწოდა მას იეჰოვა-ნისი* 16  და თქვა: „ეს იმიტომ, რომ ხელია აღმართული იაჰის*+ ტახტის+ წინააღმდეგ; ომი ექნება იეჰოვას ამალეკთან თაობიდან თაობაში“.+

სქოლიოები

ხორებში არ იგულისხმება მთა, სადაც მოსემ ათი მცნება მიიღო, არამედ მთიანი მხარე სინას მთის გარშემო, რომელსაც ასევე სინას უდაბნოსაც უწოდებენ.
ნიშნავს ჩხუბს, დავას, კამათს.
ნიშნავს გამოცდას, შემოწმებას.
შესაძლოა ნიშნავდეს: იეჰოვაა ჩემი ნიშანსვეტი.
იხილეთ 15:2-ის სქოლიო.