გამოსვლა 20:1—26

20  თქვა ღმერთმა ეს სიტყვები:+  „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან.+  არ გყავდეს სხვა ღმერთები+ ჩემ გარდა.  არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.+  არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო,+ რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების+ მომთხოვნი ღმერთი* ვარ, ვსჯი ძეებს მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო,+  მაგრამ მეათასე თაობამდე ვავლენ სიკეთეს* მათ მიმართ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც იცავს ჩემს მცნებებს.+  არ ახსენო უღირსად+ შენი ღვთის, იეჰოვას სახელი, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს.+  გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმინდა ჰყო იგი,+  იმუშავე და ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები;+ 10  მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას შაბათია.+ არანაირი საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა შინაურმა ცხოველმა და არც შენი კარიბჭის შიგნით მცხოვრებმა ხიზანმა;+ 11  ვინაიდან ექვს დღეს ქმნიდა იეჰოვა ცას, დედამიწას, ზღვასა და ყველაფერს, რაც მათშია,+ და მეშვიდე დღეს დაისვენა.+ ამიტომ აკურთხა იეჰოვამ შაბათი დღე და წმინდა ჰყო ის.+ 12  პატივი ეცი მამას და დედას,+ რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი გაძლევს.+ 13  არ მოკლა.+ 14  არ იმრუშო.+ 15  არ მოიპარო.+ 16  არ გამოხვიდე ცრუმოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ.+ 17  არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არ ისურვო შენი მოძმის ცოლი,+ არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“.+ 18  ესმოდა მთელ ხალხს ქუხილისა და საყვირის ხმა და ხედავდნენ ელვასა და კვამლს, რომელიც მთას ასდიოდა. თრთოდა ხალხი ნანახისა და მოსმენილის გამო და მოშორებით იდგნენ.+ 19  უთხრეს მათ მოსეს: „შენ გველაპარაკე და ჩვენ მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით“.+ 20  მიუგო მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, რადგან თქვენ გამოსაცდელად მოვიდა ჭეშმარიტი ღმერთი,+ რომ გქონდეთ მისი შიში და არ შესცოდოთ“.+ 21  მოშორებით იდგა ხალხი, მოსე კი მიუახლოვდა შავ ღრუბელს, სადაც ჭეშმარიტი ღმერთი იყო.+ 22  უთხრა იეჰოვამ მოსეს:+ «ასე უთხარი ისრაელის ძეებს: „თქვენი თვალით იხილეთ, რომ ზეციდან გელაპარაკეთ.+ 23  არ გააკეთოთ ვერცხლისა და ოქროს ღმერთები და არ გყავდეთ ისინი ჩემ გვერდით.+ 24  მიწისგან+ ამიგე სამსხვერპლო და ზედ შესწირე დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*, შენი ცხვარ-ძროხა.+ ყოველ ადგილას, სადაც სამახსოვროს გავხდი ჩემს სახელს, მოვალ შენთან და გაკურთხებ.+ 25  თუ ქვის სამსხვერპლოს ამიგებ, თლილი ქვით არ ააგო. სატეხი არ მიაკარო, თორემ შებღალავ.+ 26  არ გაუკეთო ჩემს სამსხვერპლოს საფეხურები ასასვლელად, რათა არ გამოჩნდეს მასზე შენი სასირცხო ადგილები“».

სქოლიოები

„განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“ ანუ მოშურნე ღმერთი, რომელიც არ იწყნარებს მეტოქეობას.
იხილეთ 15:13-ის სქოლიო.
ან საზიარო მსხვერპლი.