გამოსვლა 21:1—36

21  „ეს კანონები დაუწესე მათ:+  თუ იყიდი ებრაელ მონას,+ ექვსი წელი იქნება მონა, მეშვიდე წელს კი უსასყიდლოდ გათავისუფლდება.+  თუ მარტო მოვიდა, მარტოვე წავიდეს. თუ ცოლიანი იყო, ცოლიც მასთან ერთად უნდა წავიდეს.  თუ მისი ბატონი ცოლს შერთავს და ის ვაჟებსა და ასულებს გაუჩენს, ცოლ-შვილი ბატონისა იქნება,+ ის კი მარტო წავა.+  მაგრამ თუ მონა დაჟინებით იტყვის, ძალიან მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლი-შვილი და არ მინდა გათავისუფლებაო,+  წარადგინოს იგი ჭეშმარიტი ღვთის წინაშე, მიაყენოს კართან ან წირთხლთან, სადგისით გაუხვრიტოს ყური და სამუდამოდ მისი მონა გახდება.+  თუ კაცი თავის ასულს მხევლად გაყიდის,+ მონასავით ვერ გათავისუფლდება.  თუ მის ბატონს თვალში არ მოუვიდა იგი, ხარჭად+ არ აიყვანს და ვინმეს გამოასყიდვინებს, არ ექნება უფლება, უცხოელ ხალხს მიჰყიდოს, რადგან ვერაგულად მოექცა მას.  მაგრამ თუ თავის ვაჟს მოუყვანს, მაშინ ისე მოექცეს მას, როგორც ასულს შეეფერება.+ 10  თუ ის სხვა ცოლსაც მოიყვანს, არ მოაკლოს მას საჭმელი, ტანსაცმელი+ და ცოლქმრული მოვალეობაც+ შეუსრულოს. 11  თუ მას ამ სამი რამით არ უზრუნველყოფს, უსასყიდლოდ, ფულის გადახდის გარეშე წავიდეს. 12  ვინც დაარტყამს კაცს და მოკლავს, თვითონაც უნდა მოკვდეს.+ 13  მაგრამ თუ არ ჩასაფრებია და ჭეშმარიტმა ღმერთმა დაუშვა, რომ ეს მისი ხელით მომხდარიყო,+ მე დაგიდგენ ადგილს, სადაც მას გაქცევა შეეძლება.+ 14  თუ კაცი ისე გაბრაზდება თავის მოძმეზე, რომ მზაკვრულად მოკლავს მას,+ ჩემი სამსხვერპლოდანაც კი წაიყვანე იგი მოსაკლავად.+ 15  ვინც თავის მამას და დედას დაარტყამს, უნდა მოკვდეს.+ 16  ვინც კაცს მოიტაცებს+ და გაყიდის,+ ან ვის ხელშიც ის აღმოჩნდება, უნდა მოკვდეს.+ 17  ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, უნდა მოკვდეს.+ 18  თუ კაცი იჩხუბებს, დაჰკრავს თავის მოძმეს ქვას ან თოხს და ის არ მოკვდება, თუმცა ლოგინად ჩავარდება, 19  მაგრამ წამოდგება და რაიმეზე დაყრდნობით გარეთ სიარულს შეძლებს, მაშინ ის, ვინც დაჰკრა, გათავისუფლდეს სასჯელისგან. ოღონდ ის გაცდენილი დრო აუნაზღაუროს, რომლის განმავლობაშიც ვერ იმუშავებს, სანამ არ დაინახავს, რომ სრულად გამოჯანმრთელდა. 20  თუ კაცი თავის მონას ან მხევალს ჯოხს დაჰკრავს+ და ხელში შემოაკვდება, უნდა მოეკითხოს მას.+ 21  მაგრამ თუ ის ერთ-ორ დღეს იცოცხლებს, მაშინ არ უნდა მიეზღოს, რადგან მისი ფულია იგი. 22  თუ კაცები იჩხუბებენ და ზიანს მიაყენებენ ორსულ ქალს, ის კი ნაადრევად იმშობიარებს,+ მაგრამ უბედურება არ დატრიალდება, ზიანის მიმყენებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა, რამდენსაც ქალის ქმარი დაუწესებს და მსაჯულები დაადგენენ.+ 23  მაგრამ თუ უბედურება დატრიალდება, უნდა ზღო სულის* სანაცვლოდ სული,+ 24  თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი, ხელის სანაცვლოდ ხელი, ფეხის სანაცვლოდ ფეხი,+ 25  დამწვრობის სანაცვლოდ დამწვრობა, ჭრილობის სანაცვლოდ ჭრილობა, დარტყმის სანაცვლოდ დარტყმა.+ 26  თუ კაცი თვალში დაარტყამს თავის მონას ან მხევალს და დაუზიანებს თვალს, გაათავისუფლოს იგი თვალის სანაცვლოდ.+ 27  თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მონას ან მხევალს, გაათავისუფლოს იგი კბილის სანაცვლოდ. 28  თუ ხარი ურქენს კაცს ან ქალს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს+ და მისი ხორცი არ უნდა იჭამოს; ხარის პატრონი კი თავისუფალია სასჯელისგან. 29  მაგრამ თუ ხარი მორქენალი იყო და პატრონი გაფრთხილებული ჰყავდათ, ის კი არ დარაჯობდა მას და მან მოკლა კაცი ან ქალი, ხარი უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს. 30  თუ მას გამოსასყიდს დააკისრებენ, უნდა გადაიხადოს გამოსასყიდი თავისი სულის სანაცვლოდ, იმდენი, რამდენსაც დააკისრებენ.+ 31  ვაჟს ურქენს თუ ასულს, ამ კანონის თანახმად+ უნდა მოექცნენ. 32  თუ ხარმა მონას ან მხევალს ურქინა, ხარის პატრონმა გადაუხადოს მონის პატრონს ოცდაათი შეკელი,+ ხარი კი ჩაიქოლოს. 33  თუ კაცი ორმოს ღიად დატოვებს, ან ამოთხრის და არაფერს დააფარებს, შიგ კი ხარი ან ვირი ჩავარდება,+ 34  ორმოს პატრონმა უნდა გადაიხადოს საზღაური.+ გადაუხადოს საფასური საქონლის პატრონს, მკვდარი ცხოველი კი თვითონ დარჩეს. 35  თუ ერთის ხარი მეორისას ზიანს მიაყენებს და მოკლავს, მაშინ გაყიდონ მათ ცოცხალი ხარი და საფასური გაიყონ; მკვდარი ხარიც გაიყონ.+ 36  თუ ხარი მორქენალი იყო, პატრონი კი არ დარაჯობდა მას,+ ხარი ხარით აანაზღაუროს,+ ხოლო მკვდარი თვითონ დარჩეს“.

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.