გამოსვლა 22:1—31

22  „თუ კაცი მოიპარავს ხარს ან ცხვარს და დაკლავს ან გაყიდის, ხარი ხუთმაგად აანაზღაუროს, ცხვარი კი — ოთხმაგად.+  (თუ ქურდს+ სახლში შეჭრის დროს წაასწრეს,+ დაჰკრეს და მოკლეს, არ მოეკითხება სისხლი მას, ვინც დაჰკრა.+  თუ მზემ ამოუსწრო, მოეკითხება მას სისხლი). მან უეჭველად უნდა აანაზღაუროს. თუ არაფერი აქვს, მაშინ უნდა გაიყიდოს იგი ნაქურდალის სანაცვლოდ.+  თუ აღმოაჩნდა მას ნაქურდალი, ცოცხალი ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა აანაზღაუროს.  თუ კაცი თავის პირუტყვს მიუშვებს და სხვის მინდორს ან ვენახს მოაძოვებინებს და გადააჭმევინებს, თავისი მინდვრის ან ვენახის საუკეთესო ნაყოფით უნდა აანაზღაუროს.+  თუ ცეცხლი მოედო ეკალს და დაიწვა ძნები, ყანა ან მინდორი,+ ცეცხლის დამნთებმა უნდა აანაზღაუროს დამწვარი.  თუ კაცი თავის მოძმეს შესანახად მისცემს ფულს ან ნივთებს+ და მოიპარავენ იმ კაცის სახლიდან, ქურდი თუ იპოვეს, ორმაგად უნდა აანაზღაუროს.+  თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ჭეშმარიტი ღვთის წინაშე უნდა მიიყვანონ,+ რომ დაინახონ, მას ხომ არ უხლია ხელი თავისი მოძმის ნივთებისთვის.  ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში,+ ხარი იქნება, ვირი, ცხვარი, ტანსაცმელი თუ ნებისმიერი დაკარგული რამ, რაზეც ის იტყვის, ჩემიაო, ორივეს საქმე ჭეშმარიტი ღვთის წინაშე წარადგინონ.+ ვისაც ღმერთი დამნაშავედ ცნობს, მან ორმაგად უნდა აუნაზღაუროს თავის მოძმეს.+ 10  თუ კაცი თავის მოძმეს შესანახად დაუტოვებს ვირს, ხარს, ცხვარს ან ნებისმიერ შინაურ ცხოველს და ის მოკვდება, დასახიჩრდება ან ისე წაიყვანენ, რომ ვერავინ დაინახავს, 11  მან, ვისაც ის ჩაბარებული ჰყავდა, იეჰოვას წინაშე უნდა დაიფიცოს,+ რომ ხელი არ უხლია მოძმის საკუთრებისთვის.+ პატრონმა დაუჯეროს მას, მან კი არ უნდა აანაზღაუროს. 12  მაგრამ თუ მოჰპარეს* მას, მან უნდა აუნაზღაუროს პატრონს.+ 13  თუ მხეცმა დაგლიჯა,+ დასადასტურებლად დაგლეჯილი უნდა მიიტანოს;+ მხეცის დაგლეჯილი არ უნდა აანაზღაუროს. 14  თუ ვინმე თავის მოძმეს პირუტყვს სთხოვს,+ ის კი დასახიჩრდება ან მოკვდება პატრონის არყოფნის დროს, მან უნდა აანაზღაუროს.+ 15  თუ პატრონი მასთან იყო, მან არ უნდა აანაზღაუროს. თუ დაქირავებული ჰყავდა, მხოლოდ ქირის საფასური უნდა გადაიხადოს. 16  თუ კაცი შეაცდენს ქალწულს, რომელიც არ არის დანიშნული, და დაწვება მასთან,+ უნდა მოიყვანოს ცოლად და ურვადიც გადაიხადოს.+ 17  თუ მამამისი ცივ უარს ეტყვის და არ მიათხოვებს მას, ქალწულებისთვის დადგენილი ურვადის+ საფასური მაინც უნდა გადაიხადოს. 18  არ აცოცხლო გრძნეული.+ 19  ვინც ცხოველთან დაწვება, უნდა მოკვდეს.+ 20  ვინც იეჰოვას გარდა სხვა ღმერთს შესწირავს მსხვერპლს, უნდა განადგურდეს.+ 21  ცუდად არ მოეპყრო ხიზანს და არ შეავიწროო იგი,+ რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის მიწაზე.+ 22  არ დაჩაგროთ ქვრივი და უმამო ბავშვი.+ 23  თუ დაჩაგრავ და ის შემომღაღადებს, უეჭველად მოვისმენ მის ღაღადს;+ 24  აენთება ჩემი რისხვა+ და მახვილით დაგხოცავთ, თქვენი ცოლები დაქვრივდებიან და თქვენი ვაჟები უმამოდ დარჩებიან.+ 25  თუ ჩემი ხალხიდან ვინმეს, შენთან მყოფ დაჩაგრულს, ფულს ასესხებ,+ მევახშესავით ნუ მოექცევი. სარგებლის გადახდა არ დააკისრო მას.+ 26  თუ შენს მოძმეს გირაოდ ტანსაცმელს გამოართმევ,+ მზის ჩასვლამდე დაუბრუნე, 27  რადგან ის მისი ერთადერთი სამოსია.+ ის უფარავს მას კანს. რაზე დაწვება?! შემომღაღადებს და უეჭველად მოვისმენ, რადგან მწყალობელი ვარ.+ 28  არ დასწყევლო არც ღმერთი+ და არც შენი ხალხის თავკაცი.+ 29  ყოყმანით ნუ გასცემ შენს უხვ ნაყოფს და წნეხიდან გადმოსულს.+ შენი ვაჟებიდან პირმშო მე უნდა მომცე.+ 30  ასევე ხბოც და ბატკანიც:+ შვიდ დღეს დატოვე თავის დედასთან,+ მერვე დღეს კი მე უნდა მომცე. 31  წმინდები იყავით ჩემ წინაშე;+ არ ჭამოთ მხეცის მიერ მინდორში დაგლეჯილი ხორცი,+ ძაღლებს გადაუგდეთ“.+

სქოლიოები

როგორც ჩანს, მისი დაუდევრობის გამო.