გამოსვლა 23:1—33

23  „არ გაავრცელო ცრუ ამბავი.+ მხარი არ დაუჭირო ბოროტს და არ დაუდგე მოწმედ ძალადობის განმზრახველს.+  არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტებაში+ და არ დაამოწმო დავაში ისე, რომ უმრავლესობას მიემხრო და სამართალი გაამრუდო.+  არ იყო მიკერძოებული საწყლის სადავო საქმეში.+  თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან ვირს წააწყდები, აუცილებლად დაუბრუნე.+  თუ დაინახავ შენი მოძულის ვირს ტვირთქვეშ გაშხლართულს, არ მიატოვო იგი; ტვირთი მოხსენი.+  არ გაუმრუდო საწყალს სამართალი სადავო საქმეში.+  შორს დაიჭირე თავი ცრუ სიტყვისგან.+ არ მოკლა უდანაშაულო და მართალი, რადგან არ ვაღიარებ ბოროტს მართლად.+  არ აიღო ქრთამი, რადგან ქრთამი თვალხილულს აბრმავებს და მართლის სიტყვებს ამახინჯებს.+  არ შეავიწროო ხიზანი,+ რადგან იცით, როგორია ხიზნის სული*; თქვენც ხომ ხიზნები იყავით ეგვიპტის მიწაზე.+ 10  ექვსი წელი თესე თესლი შენს მიწაზე და აიღე ნაყოფი,+ 11  მაგრამ მეშვიდე წელს დაუმუშავებელი დატოვე, არ დაამუშაო;+ შენ ხალხს შორის საწყლებმა შეჭამონ იქიდან. რაც მათ მორჩებათ, გარეული ცხოველები შეჭამენ.+ ასევე გააკეთე შენს ვენახსა და ზეთისხილზე. 12  ექვს დღეს აკეთე შენი საქმე,+ მეშვიდე დღეს კი შეწყვიტე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და ვირმა, შენი მხევლის ვაჟმა და ხიზანმა.+ 13  დაიცავით ყველაფერი, რაც გითხარით.+ არ ახსენოთ სხვა ღმერთების სახელი, არ დასცდეს ის თქვენს ბაგეებს.+ 14  წელიწადში სამჯერ გამიმართე დღესასწაული.+ 15  დაიცავი უფუარობის დღესასწაული.+ შვიდ დღეს ჭამე უფუარი პური,+ როგორც გიბრძანე, დანიშნულ დროს, აბიბის თვეში,+ რადგან მაშინ გამოხვედი ეგვიპტიდან. არავინ გამოცხადდეს ხელცარიელი ჩემ წინაშე.+ 16  შენი შრომის პირველი ნაყოფის+ დღესასწაულიც იზეიმე, როცა აიღებ, რაც მინდვრად დათესე;+ წლის ბოლოს მოსავლის აღების დღესასწაულიც იზეიმე, როცა აიღებ შენს ნაშრომს მინდვრიდან.+ 17  ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას სახის წინაშე.+ 18  საფუვრიანი არაფერი შესწიროთ ჩემთვის შესაწირავ მსხვერპლის სისხლთან ერთად. არ დარჩეს ღამის განმავლობაში, დილამდე, ჩემი დღესასწაულისთვის განკუთვნილი ქონი.+ 19  შენი მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო მიიტანე შენი ღვთის, იეჰოვას სახლში.+ არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.+ 20  ანგელოზს წაგიმძღვარებ,+ რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილზე, რომელიც მოვამზადე.+ 21  იფრთხილე მის წინაშე და მოუსმინე მის ხმას. არ ეურჩო მას, არ გაპატიებს ცოდვას,+ რადგან მასშია ჩემი სახელი. 22  მაგრამ თუ გულისყურით მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეტყვი,+ მტრად ვექცევი შენს მტრებს და შევავიწროებ შენს შემავიწროებლებს.+ 23  წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან, და ამოვწყვეტ მათ.+ 24  არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არაფერი გააკეთო მათი საქმეებისამებრ.+ აუცილებლად დაამხვეთ ისინი და დაანგრიეთ მათი წმინდა სვეტები.+ 25  ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს,+ ის აკურთხებს თქვენს პურსა და წყალს+ და მოგაშორებთ სნეულებას.+ 26  არ იქნება შენს ქვეყანაში არც მუცელმოწყვეტილი და არც უშვილო ქალი.+ აგივსებ დღეებს.+ 27  წაგიმძღვარებ ჩემდამი შიშს+ და თავგზას ავუბნევ ყველა ხალხს, ვისთანაც მიხვალ; შენს მტრებს უკუვაქცევ*.+ 28  მწუხარებას წაგიმძღვარებ+ და ის განდევნის შენგან ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს.+ 29  არ განვდევნი ერთ წელიწადში, რათა არ გაპარტახდეს მიწა და მინდვრის მხეცები არ მოგეძალონ.+ 30  ნელ-ნელა განვდევნი მათ შენგან, სანამ არ ინაყოფიერებ და არ დაეუფლები იმ მიწას.+ 31  დაგიდებ საზღვარს წითელი ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე*.+ ხელში ჩაგიგდებ იმ მიწის მკვიდრთ და განდევნი შენგან.+ 32  არ დადო შეთანხმება არც მათთან და არც მათ ღმერთებთან.+ 33  არ იცხოვრონ მათ შენს მიწაზე, რათა ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ წინააღმდეგ. თუ მათ ღმერთებს ემსახურები, მახედ გექცევა ეს“.+

სქოლიოები

ანუ მდგომარეობა. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — შენი მტრების კისერს მოგცემ.
ანუ ევფრატამდე.