გამოსვლა 24:1—18

24  უთხრა მან მოსეს: „ამოდით იეჰოვასთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ+ და ისრაელის სამოცდაათი+ უხუცესი და შორიდან მეცით თაყვანი.  მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს იეჰოვას, ისინი კი არ მიუახლოვდნენ და არც ხალხი ავიდეს მასთან ერთად“.+  მივიდა მოსე ხალხთან და აუწყა მათ იეჰოვას ყველა სიტყვა და კანონი,+ და მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „იეჰოვას ყველა სიტყვას შევასრულებთ“.+  დაწერა მოსემ იეჰოვას ყველა სიტყვა.+ დილით ადრე ადგა, ააგო მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი ტომის მიხედვით.+  გაგზავნა ახალგაზრდა კაცები ისრაელის ძეთაგან; მათაც მიიყვანეს დასაწვავი შესაწირავი და ხარები შესწირეს იეჰოვას მშვიდობის+ მსხვერპლად*.  აიღო მოსემ სისხლის ნახევარი და თასებში ჩაასხა,+ ნახევარი კი სამსხვერპლოს მოასხურა.+  აიღო შეთანხმების წიგნი+ და ხალხის გასაგონად წაიკითხა.+ მათ თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა, და მორჩილები ვიქნებით“.+  აიღო მოსემ სისხლი, ხალხს შეასხურა+ და თქვა: „ეს არის სისხლი შეთანხმებისა,+ იეჰოვამ რომ დაგიდოთ ამ სიტყვების გამო“.  ავიდნენ მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ, ისრაელის სამოცდაათი უხუცესი 10  და დაინახეს ისრაელის ღმერთი.+ მის ფეხქვეშ რაღაც საფირონის ფილაქნის მსგავსი და ზეცასავით წმინდა იყო.+ 11  არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ძეთაგან გამორჩეულ კაცებზე.+ იხილეს მათ ხილვაში ჭეშმარიტი ღმერთი;+ ჭამეს და სვეს.+ 12  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ამოდი მთაზე ჩემთან და იქ გაჩერდი, რადგან მინდა, მოგცე ქვის ორი ფილა, კანონი და მცნება, რომლებსაც სასწავლებლად დავუწერ მათ“.+ 13  ადგნენ მოსე და იესო ნავეს ძე, მისი მსახური, და ავიდა მოსე ჭეშმარიტი ღვთის მთაზე;+ 14  უხუცესებს უთხრა: „აქ დაგველოდეთ, სანამ დავბრუნდებით.+ აარონი და ხური+ იქნებიან თქვენთან; ვისაც სასამართლო საქმე ექნება, მათთან მივიდეს.+ 15  ავიდა მოსე მთაზე, როცა ღრუბელი ფარავდა მთას.+ 16  იეჰოვას დიდება+ კვლავ სინას მთაზე იყო დავანებული;+ ღრუბელი ექვს დღეს ფარავდა მას. ბოლოს, მეშვიდე დღეს, მოუხმო მან მოსეს ღრუბლის შუაგულიდან.+ 17  ისრაელის ძეების თვალში იეჰოვას დიდება ისე იყო, როგორც შთამნთქმელი ცეცხლი+ მთის წვერზე. 18  შევიდა მოსე ღრუბლის შუაგულში და მთაზე ავიდა.+ მოსემ ორმოცი დღე და ღამე დაყო იქ.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლად.