გამოსვლა 25:1—40

25  უთხრა იეჰოვამ მოსეს:+  „უთხარი ისრაელის ძეებს, რომ შესაწირავი ამიკრიფონ; თითოეული კაცისგან, ვისაც გული გაუწევს, ამიკრიფეთ შესაწირავი.+  აი რა შესაწირავი უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო,+ ვერცხლი,+ სპილენძი,+  ლურჯი ძაფი, მოშინდისფრო შალი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელი, თხისური,+  ვერძის წითელი ტყავი, სელაპის ტყავი, აკაციის ხე,+  ზეთი გასანათებლად,+ ბალზამი+ საცხებად+ და სურნელოვანი საკმევლისთვის,+  ონიქსის ქვები და ქვები ეფოდისა*+ და სამკერდის გასაწყობად.+  გამიკეთონ საწმინდარი, რადგან მათ შორის დავივანებ.+  იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთეთ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, როგორც გიჩვენებ.+ 10  აკაციის ხისგან გააკეთონ კიდობანი,+ სიგრძით ორ-ნახევარი წყრთა, სიგანით ერთ-ნახევარი წყრთა და სიმაღლითაც ერთ-ნახევარი წყრთა. 11  სუფთა ოქროთი მოავარაყე+ შიგნიდან და გარედან, და ოქროს არშია შემოავლე.+ 12  ჩამოასხი ოთხი ოქროს რგოლი და დაამაგრე ოთხივე ფეხის ზემოთ, ორი რგოლი — ერთ მხარეს, და ორიც — მეორე მხარეს.+ 13  გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და ოქროთი მოავარაყე.+ 14  გაუყარე კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე მის სატარებლად. 15  კეტები კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი; არ გამოაძროთ.+ 16  ჩადე კიდობანში მოწმობა, რომელსაც მოგცემ.+ 17  გაუკეთე სუფთა ოქროს სახურავი, სიგრძით ორ-ნახევარი წყრთა და სიგანით ერთ-ნახევარი წყრთა.+ 18  გამოჭედე ოქროს ორი ქერუბიმი და დაამაგრე სახურავის ორივე ბოლოზე,+ 19  ერთი ქერუბიმი — ერთ ბოლოზე, მეორე კი — მეორე ბოლოზე.+ სახურავის ორივე ბოლოზე დაამაგრეთ ქერუბიმები. 20  ორივე ფრთა ზემოთ ჰქონდეთ აწვდილი და თავიანთი ფრთებით ფარავდნენ სახურავს, სახეები კი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიმართული.+ ქერუბიმები სახურავს უნდა დაჰყურებდნენ. 21  ზემოდან დაადე+ კიდობანს სახურავი და კიდობანში ჩადე მოწმობა, რომელსაც მოგცემ. 22  იქ გამოგეცხადები და დაგელაპარაკები სახურავის ზემოდან,+ ორ ქერუბიმს შორის, რომლებიც მოწმობის კიდობანზე არიან, და გიბრძანებ ყველაფერს, რაც ისრაელის ძეებმა უნდა გააკეთონ.+ 23  გააკეთე აკაციის ხისგან მაგიდა,+ სიგრძით ორი წყრთა, სიგანით ერთი წყრთა და სიმაღლით ერთ-ნახევარი წყრთა. 24  მოავარაყე სუფთა ოქროთი და ოქროს არშია შემოავლე.+ 25  შემოავლე სარტყელი, სიმაღლით ერთი ხელის დადება*, სარტყელს კი — ოქროს არშია.+ 26  გააკეთე ოქროს ოთხი რგოლი და დაამაგრე ოთხივე კუთხეში ოთხივე ფეხთან.+ 27  კეტების რგოლები სარტყელთან ახლოს უნდა იყოს მაგიდის სატარებლად.+ 28  აკაციის ხისგან გააკეთე კეტები და ოქროთი მოავარაყე. კეტებით უნდა ატარონ მაგიდა.+ 29  გააკეთე მისთვის თეფშები, თასები, დოქები და ჯამები, საიდანაც დასაღვრელ შესაწირავს გადმოღვრიან. სუფთა ოქროსგან გააკეთე ისინი.+ 30  ყოველთვის გეწყოს მაგიდაზე ჩემ წინაშე წარსადგენი პური.+ 31  გამოჭედე სუფთა ოქროს სალამპრე.+ მისი ძირი, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები მისი ღეროდან უნდა ამოდიოდეს. 32  ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს მისგან, სამი რტო — სალამპრის ერთი მხრიდან და სამი რტოც — სალამპრის მეორე მხრიდან.+ 33  ერთ რტოზე უნდა იყოს ნუშის ყვავილის ფორმის სამი ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით, და მეორე რტოზეც ნუშის ყვავილის ფორმის სამი ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით.+ ასე უნდა გამოდიოდეს სალამპრიდან ექვსი რტო. 34  სალამპრეზე უნდა იყოს ნუშის ყვავილის ფორმის ოთხი ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით.+ 35  მისგან უნდა გამოდიოდეს ორი რტოს ქვეშ მოთავსებული კვირტი, კიდევ ორი რტოს ქვეშ მოთავსებული კვირტიც მისგან უნდა გამოდიოდეს, და დარჩენილი ორი რტოს ქვეშ მოთავსებული კვირტიც მისგან უნდა გამოდიოდეს, რადგან ექვსი რტო გამოდის სალამპრიდან.+ 36  კვირტები და რტოები მისგან უნდა გამოდიოდეს. ის მთლიანად სუფთა ოქროსგან უნდა იყოს ნაჭედი.+ 37  შვიდი ლამპარი გაუკეთე მას; ანთებული უნდა იყოს ლამპრები და წინა მხარეს უნდა ანათებდეს.+ 38  მისი მაშები და საცეცხლურები სუფთა ოქროსი უნდა იყოს.+ 39  ერთი ტალანტი* სუფთა ოქროთი გაკეთდეს ის და მთელი მისი მოწყობილობა. 40  იცოდე, ყველაფერი თავ-თავისი ნიმუშის მიხედვით გააკეთე, როგორც ეს მთაზე იხილე“.+

სქოლიოები

როგორც ჩანს, ეს იყო წინსაფრისმაგვარი სამოსი, რომელსაც ჰქონდა წინა და უკანა მხარე.
დაახლოებით 7,4 სანტიმეტრი.
დაახლოებით 34,2 კილოგრამი. იხილეთ დანართი 6ა.